Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სარჩელი საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით

04 აპრილი 2012

 

დღეს ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგაიზაცია  „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის" შესახებ კანონის შეჩერებას და მის ბათილად ცნობას მოითხოვს. ცვლილებები პარლამენტმა 16 მარტს მესამე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი 20 მარტს მოაწერა და მიღებული ცვლილებები „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე 30 მარტს გამოქვეყნდა.

 

„ჩვენ და სხვა გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა არერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია ამ საკანონმდებლო ცვლილების მიმართ. 15-მა ორგანიზაციამ ღია წერილით მივმართეთ პრეზიდენტს, ვეტო დაედო პარლამენტის მიღებული კანონისთვის, შემდეგ 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოვითხოვეთ ალექსანდრე ხეთაგურის გადაყენება, ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზეც, თუმცა, ამან პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაჩეროს და ბათილად ცნოს მიღებული კანონი,"- აცხადებს ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე. მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებს:

საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას.

ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები შევიდა „გარემოს დაცვის შესახებ" კანონში, ასევე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში," „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და საქართველოს კანონში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ." ახალი კანონით შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების განუსაზღვრელი ვადით დადება. კონკრეტულ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება კი  კანონიერად ჩაითვლება და მას არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ აქამდე არსებული 100-მდე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი კი გაუქმებულად ითვლება.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები  წარსულში ჩადენილ დანაშაულებებს ეხება,

„ამ კანონში წარსული დრო უბრალოდ არ იკითხება. გინდაც ასე იყოს, გადაწყვეტილება მაინც არაკონსტიტუციურია, ეს ნიშნავს, რომ პირს, რომელიც მაგალითად, 2012-2015 წლამდე დააბინძურებს გარემოს, შესაძლებლობა ექნება,  2016 წელს გააფორმებს შეთანხმებას ენერგეტიკის სამინისტროსთან და მოეხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლოობა," - აცხადებს მჟავანაძე


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^