ომბუდსმენის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიშის თანახმად, რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, 2014 წელთან შედარებით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემის დასაძლევად.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად შეიძლება დასახელდეს რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ სამართლადრღვევებზე დროული, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება, რაც ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. 2015 წელსაც საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სავარაუდო დარღვევის 40-მდე ფაქტის შესახებ.
„რელიგიური დისკრიმინაციისა და ძალადობის შემცველი ფაქტები უმეტესწილად იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აგრესიასთან - დევნასთან, ცემასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან, ფსიქოლოგიურ ძალადობასთან, ქონების დაზიანებასა და საკულტო ნაგებობების მშენებლობისთვის ხელის შეშლასთან იყო დაკავშირებული. ამავდროულად, წინა წლებში მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან ისევ უპასუხოდ რჩება დატოვებული (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი). პასუხგაუცემელი დანაშაული კი რელიგიური ნიშნით ძლადობის ახალ - ახალი კერების გაჩენის საფრთხეს წარმოშობს" - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საგადასახადო რეჟიმი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციულია და იგი სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საპატრიარქოსთან მიმართებაში უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.
„საანგარიშო პერიოდში შენარჩუნდა რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების არასამართლიანი წესი947 . ასევე, მთავრობის დაპირების მიუხედავად, არ იქნა გათვალისწინებული რელიგიურ გაერთიანებათა ნაწილის მოთხოვნა, რომ ოთხი რელიგიური გაერთიანების გარდა, კომუნისტური ტოტალიტარიზმის მსხვერპლად საქართველოში საბჭოთა პერიოდში მოქმედი კიდევ სხვა რელიგიური 947 იხ. სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში 692 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2015 გაერთიანებებიც აღიარონ. არ გადადგმულა ნაბიჯები საიმისოდ, რომ საბჭოთა ძალაუფლების მიერ რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიმართულებით დაწყებულიყო რესტიტუციის პროცესი948 . ასევე არ შეცვლილა დისკრიმინაციული საგადასახადო რეჟიმი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს" - ვკითხულობთ ანგარიშში.