Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა ბექაური - ჩვენ ისე ვაშენებთ ამ არხს, რომ ობიექტური იყოს

23 აპრილი 2012

რა ეტაპზეა მე-9 არხი, როდისთვის გავა ეთერში?

 

საცდელი მაუწყებლობა, აპრილის თვეს არ გადასცდება. ამჟამად ეწყობა სტრუქტურა, კომპლექტდება კადრები. პირველ ეტაპზე საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში მე-9 არხს ექნება ორი დღის გამოშვება, ერთი ცენტრალური გამოშვება ღამით, ერთი ნიუს თოქ-შოუ საღამოთი გოგი ახალკაცთან ერთად.ახალი ამბების გამოშვებას ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. გარდა ამისა, გვექნება თოჯინური ფორმატის პოლიტიკური სატირა, რომელსაც შალვა რამიშვილის სტუდიასთან ერთად ვამზადებთ.

დანარჩენი ეთერი იქნება მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით შევსებული, როგორც საცდელი მაუწყებლობისთვისაა დამახასიათებელი.  ზაფხულში, დაახლოებით ივნისის ბოლომდე ვგეგმავთ სრული ფორმატით ახალი ამბების, საინფორმაციო არხის გაკეთებას. ეს იქნება ამერიკული  MSNBC-ისა და "ფოქს ნიუსის" ნაზავი.

გხვდებათ თუ არა წინააღმდეგობები ეთერში გასვლამდე?

რა თქმა უნდა, გვხვდება. ამიტომაა, რომ შიდა ეთერში კუსტარული ტექნიკით გავდივართ. რამდენჯერმე ვცადეთ ტექნიკის შემოტანა, რომელიც საბაჟოზე დაგვიწვეს. მუშა მდგომარეობაში იყო საბაჟო ტერმინალში შესვლამდე და გამოვიდა დაზიანებული. ასევე მოხდა კამერების შემთხვევაში, პირდაპირი ჩართვის მოწყობილობებიც ასევე დაწვეს. ყველა საბაჟო ტერმინალზე იწვება ტექნიკა.

როდესაც ვსაუბრობთ წინააღდეგობაზე, ხელისუფლებას, გარდა საკუთარი რესურსებისა, შეუძლია საკუთარი გავლენის ქვეშ არსებული რესურსების გამოყენებაც. სახელისუფლებო არხებიც ჩართეს ამ ამბავში. საკაბელო არხებზე, "გლობალტივი" და "მაგთისატი", სადაც ჩვენ გავდივართ, "რუსთავი 2-მა" და "იმედმა" უარი თქვეს. ასე ცდილობენ საკაბელო მაუწყებლებს აბონენტები დაკაარგინონ.

როგორი გავრცელება ექნება მე-9 არხს?

გვაქვს საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია და გვაქვს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიაც. შევეცდებით, რომ ყველა საკაბელო მაუწყებლობასთან მივიდეთ და ჩაგვრთონ საკუთარ პაკეტში. მათ დიდ ნაწილს ეშინია, ნაწილი  - ხელისუფლების კონტროლქვეშა და ბუნებრივია, უარს გვეუბნებიან. რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, მე-9 არხი "გლობალტვ-სა" და "მაგთისატის" პაკეტში იქნება ჩართული. ამავდროულად იქნება თურქსატის სატელიტზე.

ლიცენზირების წესის ცვლილებაში ხედავთ თუ არა რაიმე საფრთხეს?

ჩემი აზრით, აქ დიდი ნაღმი დევს. საკაბელო მაუწყებლობა აღარ იქნება ლიცენზირებადი მაუწყებლობა. მე-9 არხს მიღებული აქვს საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია და შემდეგ ამ ლიცენზიის მოდიფიცირების გზით სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია. საკაბელო და სატელიტურ მაუწყებლობაზე ერთი ლიცენზია გვაქვს მიღებული. როდესაც დგება საკითხი, რომ გავაუქმოთ საკაბელო ლიცენზია, შეიძლება სატელიტზე აღარ გაგვიშვან.

როგორ უნდა დაიცვათ თავი მსგავსი საფრთხისგან?

ეგონათ, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩებოდა და სადღაც შემთხვევით აღმოჩნდებოდა პრობლემა. იტყოდნენ, რომ ჩვენ კარგი კანონი შემოვიღეთ, საკაბელო მაუწყებლობა ულიცენზიო მაუწყებლობა გავხადეთ და ა.შ. თუ ჩემი ეჭვი რეალური აღმოჩნდა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის იმედი გვაქვს.

რას შემოგვთავაზებს ახალს მე-9 არხი?

ახალი იქნება ის, რომ დღეს ჩვენს საინფორმაციო ველში არ არსებობს საინფორმაციო არხი. ახალი ამბების მზადების ტექნოლოგია და ახალი ამბების არხი სხვადასხვა ტექნოლოგიებს და სხვადასხვა სამენეჯმენტო, მართვის სისტემებს იყენებს, რასაც საქართველო არ იცნობს. როდესაც თქვენ უყურებთ ახალი ამბების არხს დილის 10-დან 12-მდე ანუ არის ორსაათიანი საინფორმაციო ბლოკები ამის უკან მართვის ნახევრად ავტომატიზირებული სისტემა დევს. ჩვენთან დღეს რა ხდება საინფორმაციოებში? წავიდა, ორწუთიანი სიუჟეტი გააკეთა, წამყვანის ტექსტი დაიწერა, აეწყო და გავიდა ეთერში. ჩვენს შემთხვევაში წამყვანმა ზუსტი სტრუქტურა არ იცის, უკან მუშაობს ნიუსრუმი, რა წამსაც მოდის ახალი ამბავი, ძალიან სწრაფად მზადდდება სატელევიზიო ფორმატით და სწრაფადვე ხვდება პირდაპირ ეთერში. როდესაც წამყვანი ზის, მან შეიძლება არ იცოდეს ათი წუთის შემდეგ რა გავა ეთერში. ეს სიახლეა ჩვენი სივრცისთვის. ოპერატიულობა და ხარისხი იქნება ძალიან მაღალი. პირდაპირ ეთერში ნიუსის კეთება - ეს იქნება სიახლე ქართულ ტელესივრცეში. ამას გარდა, საღამოს ეთერში თოქშოუები იქნება. დებატები და თოქ შოუები ძირითადად მაინც სტუმარზე ორიენტირებულია. ჩვენ გვექნება სხვანაირად, ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, იქნება სტუმრები, მაგრამ ჩვენი თოქშოუები იქნება განსხვავებული ფორმატის. მთავარი პერსონა წამყვანი იქნება, სტუმრებიც იქნებიან, მაგრამ არა - დიდხანს: 4-5 შეკითხვა იქნება და დამთავრდა. ჩვენს გადაცემებში არ იქნება ერთი მთავარი თემა, დაყოფილი იქნება სეგმენტებად და ერთი სეგმენტი 5-8 წუთზე მეტს არ გაგრძელდება.

გვექნება ამბები რეგიონებიდან. ბევრს საუბრობენ რომ რეგიონებში ამბები არ ხდება. ტყუილია ეს და მე დავარწმუნებ ყველას, რომ ასე არაა. დაახლოებით 35-40 ბიურო გვექნება ყველა მეტ-ნაკლებად დიდ ქალაქში და ესეც მნიშვნელოვანი სიახლეა.

ჩვენთან ამერიკელი ტრენერები არიან, რომლებიც გვეხმარებიან, სწორად ავაწყოთ ახალი ამბების არხის ფორმატი. ისინი მუშაობენ ჩვენს თანამშრომლებთან, რათა არხის სამაუწყებლო სტრუქტურა აეწყოს ისე, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური სამაუწყებლო პოლიტიკა გვქონდეს.

ის, რომ ობიექტური არხი შედგეს, რთული პროცესია. სხვა საკითხია, როდესაც ერთი ჟურნალისტის ობიექტურობაზე და მიუკერძოებლობაზე ვსაუბრობთ და სხვა - როდესაც მთლიან არხზე - ბევრი ჟურნალისტი, პროდიუსერი, რომლებსაც თავთავიანთი სეგმენტები აბარიათ - ეს ყველაფერი დებულებით უნდა იყოს რეგულირებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^