Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემცირებული ბიუჯეტი და წამლები - ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის უცვლელი პრობლემები

19 მაისი 2016

წამლები, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციართათვის ყიდულობს, 2015 წელს 20%-ით, 2016 წელს კი 35%_ით გაძვირდა. ამის შესახებლიბერალსცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ განუცხადა. წამლებს ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყიდულობს.

წამლების გაძვირების მიუხედავად, ცენტრის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ გაზრდილა. ის წინა წლების მსგავსად თვეში სახელმწიფოსგან  52, 318 ლარს იღებს, მაშინ, როცა მნიშვნელოვნად გაიზარდა ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობაც და წამლების ფასიც.

(უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი შემცირდა: 2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 15 137,1 ათასი ლარი იყო, 2016 ში კი, 15, 000.0 ლარია).

2012 წლის მონაცემებით, ცენტრში აღრიცხული იყო 5961 ბენეფიციარი. ახლა კი, ლაშა კილაძის ინფორმაციით, 11 ათასამდე ადამიანია. თვიური ვიზიტების რაოდენობა კი 3 000-ს აღწევს.  

გაძვირებული წამლები, ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობა და ბიუჯეტი, რომელიც ამ გარემოებათა მიუხედავად არ გაზრდილა - ხომ არ გახდა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ბენეფიციართათვის წამლების დოზების შემცირების მიზეზი  - „ლიბერალმა ეს კითხვები ცენტრის დირექტორს ლაშა კილაძეს დაუსვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაშილიბერალმამოამზადა მასალა, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის მედიკამენტების დოზების შემცირებაზე იყო საუბარი. ცენტრის 9 ბენეფიციარმალიბერალს უთხრა, რომ წამლები გაუნახევრდათ, რაც მკურნალმა-ექიმებმა ცენტრში არსებული ფინანსური პრობლემებით აუხსნეს.

ცენტრის ხელმძღვანელობა მედიკამენტების ფასების გაძვირებას არ უარყოფს და ამბობს, რომ დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მედიკამენტების შეძენა ბევრად ძვირი უჯდება, ვიდრე 2013 ან 2014 წლებში. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მედიკამენტების დოზების შემცირებას წამლების ფასების ზრდასთან კავშირი არ აქვს და ეს პროცესი სამედიცინო მკურნალობის ხარისხის კონტროლს უკავშირდება. კერძოდ, ლაშა კილაძის თქმით, ცენტრის მენეჯმენტმა სამედიცინო მკურნალობის ხარისხის კონტროლის მიზნით სამედიცინო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო.  ნახეს, რამდენად ეფექტურად და მიზანშეწონილად ხორციელდება მედიკამენტების გაცემა მკურნალი ექიმების მიერ და შედეგებიდან გამომდინარე ამბულატორიის ექიმებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

ცენტრის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ დოზების შემცირება ყველა შეთხვევაში პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა და თუ რომელიმე ბენეფიციარს დოზების შემცირების შემდეგ მდგომარეობა გაუმწვავდა, მათ შეუძლიათ, მიმართონ მკურნალ ექიმს.

თუმცა, როგორცლიბერალთან საუბარში ცენტრის ბენეფიციარები ამბობენ, დოზების შემცირების შემდეგ ისინი იძულებული არიან, თავად შეიძინონ დარჩენილი დოზები, რადგან მდგომარეობის გამწვავების ეშინიათ.

იოსებ სასწრაფოშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარია. ის თვეში ერთხელ მიდის ცენტრში ამბულატორიული სერვისის მისაღებად. დოზების შემცირების შემდეგ წამლებს საკუთარი სახსრებით ყიდულობს. 

იოსების თქმით, ორი თვის წინ მკურნალმა ექიმმა წამლები გაუნახევრა. კერძოდ თებერვლამდე იოსები მოდიტენ დეპოს სამ ამპულას და ციკლადონის 120 აბს  იღებდა. მარტის თვეში კი სამი აბის ნაცვლად ერთი ამპულა და 60 აბი ციკლადონი მიიღო.

მისივე თქმით, მკურნალმა ექიმმა დანიშნულებაში ცვლილებები ცენტრის ფინანსური პრობლემებითა და კონკრეტულ მედიკამენტებზე არსებული დეფიციტით ახსნა.

დაფინანსება შემცირდაო, მოდიდენ დეპოს ქარხანაც იკეტებაო. ფინანსური პრობლემების გამო ცენტრს წამლები შეუმცირდაო. გამომიწერეს რეცეპტი. მე თვითონ ვყიდულობ ჩემი პენსიიდან. ორი ამპულის შესაძენად თვეში 10 ლარი მჭირდება, 60 ციკლადონი კი 16 ლარი მიჯდება.  ჩემი ოჯახს შემოსავალი არ აქვს. წინასწარ მაქვს პენსია გამოტანილი და 100 ლარიდან 50 ლარს ვიღებ. 35 ლარს ბანკის ვალს ვიხდი. ვალიც წამლისთვის დამჭირდა - სესხი გამოვიტანე. 26 ლარისას კი წამლებს ვყიდულობ, ხან ვყიდულობ, ხან - ვერ”, - ამბობს იოსები.  

იოსების ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს. მისი თქმით, ის გეგმავს ხელახლა მიმართოს სოციალური დახმარების სააგენტოს. მისი მეუღლე უმუშევარია. ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი. 

როცა წამლებს ვერ ვსვამ, ცუდად ვხვდები. მერე ჩემი ოჯახი იძულებულია, რამენაირად წამლის ფული იშოვოს. მაისშიც ჩემმა ცოლმა ბანკიდან 100 ლარი გამოიტანა წამლების შესაძენად”, - ამბობს იოსები.

იოსებს, მისი თქმით, ოჯახთან ერთად მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.

რატომ შეუმცირდა იოსებს წამლების დოზები ამ კითხვითლიბერალმაიოსების მკურნალ ექიმს მიმართა.

ექიმმა იოსების დანიშნულებაში ცვლილებების შეტანა დაადასტურდა და გვითხრა, რომ კონკრეტულ მედიკამენტს ქარხანა აღარ აწარმოებს და შესაბამისად ორი ამპულის ნაცვლად ერთი მისცა. 

დაიხურა ქარხანა, ქალაქში აღარ არსებობს და ვერ მივცემდით ამპულას. ადრე მოვუმატე - იყო საშულება, გვქონდა მოდიტენ დეპო. ახლა აღარაა. - ამბობს მარინა ფეიქრიშვილი.

მისივე თქმით, მედიკამენტების დოზის შემცირება იოსების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებას არ გამოიწვევს. გაუარესების შემთხვევაში კი სხვა წამალს გამოუწერენ. ექიმმა ჩვენთან საუბარი თქვა, რომ მას ცენტრში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ ბენეფიციარისთვის არაფერი უთქვამს. ექიმი ამბობს, რომ იოსების ოჯახს ფინანსურადაც არ უჭრის და წამლების შესაძენად რეცეპტის გამოწერა თავად ითხოვა.

ლაშა კილაძის თქმით, სამედიცინო დოკუმენტების შესწავლისას ნახეს, რომ რამდენიმე შემთხვევაში მკურნალ-ექიმს ბენეფიციარისთვის დოზები დასაბუთების გარეშე ჰქონდა გაზრდილი. 

მაგალითად, როცა ექიმი თავის სამედიცინო დოკუმენტში წერს, რომ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კარგად არის ასოცირებული გარემოში, კარგად ადაპტირებს გარემოსთან და პარალელურად ზრდის მედიკამენტის ხარჯს, მე მიჩნდება კონკრეტული შეკითხვა - თუკი ადამიანი კარგად არის ასოცირებული საზოგადოებაში და თუკი ადამიანს ფსიქოზური გამოვლინებები არ აქვს, რატომ იზრდება მედიკამენტების ხარჯი? ეს შეკითხვები სრულიად ლეგიტიმურია. თავი დავანებოთ სუფთა ფინანსურ და  სამეურნეო კუთხეს. მე თვითონ ფსიქიატრი ვარ და ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ეჭვები მიჩნდება. კერძოდ, ხომ არ გვაქვს საქმე მედიკამენტების ავად მოხმარებასთან?”, - ამბობს ლაშა კილაძე და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მისი, როგორც მენეჯერის მიზანი ერთადერთია - დაადგინოს, რამდენად ეფექტურად და მიზანშეწონილად ხორციელდება მედიკამენტების გაცემა.

მე ვარ მენეჯერი და პასუხს ვაგებ სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც. როცა იანვართან შედარებით თებერვალში წამლის ხარჯი მკვეთრად იზრდება, მე ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო. მაგალითად, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ბეზექსოლი და ოლზაპი - სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით თავის დროზე არააარგუმენტირებულად იქნა გაზრდილი. ჩანაწერებში ფიქსირდება, რომ პაციენტი წლების განმავლობაში იტარებს შემანარჩუნებელ თერაპიას და მკურნალი ექიმის დანიშნულებით ყოველთვიურად ეძლევა პრეპარატის ორმაგი დოზა. წამლის მომატების ფაქტი კი დოკუმენტაციაში დასაბუთებული არაა. მიჩნდება შეკითხვა - რატომ?” - ამბობს ლაშა კილაძე.   

ლაშა კილაძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარჯის გაზრდის ფონზე, რა თქმა უნდა, პროგრამის დაფინანსების კუთხით სახელმწიფოსგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან და აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მისივე თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა რაოდენობა იზრდება და ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც საუბრობს. შესაბამისად ეს ის სფეროა, რომელსაც მეტი დაფინანსება სჭირდება.პირველ რიგში დაფინანსება უნდა გაიზარდოს ამბულატორიული სერვისების კუთხით. თუ იქნება ძლიერი კარგად აღჭურვილი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვა, სტაციონარში მიმართვიანობა იქნება ნაკლები”, - ამბობს ლაშა კილაძე.

მისივე თქმით, ცვლილებებია საჭირო მედიკამენტების შესყიდვის წესთან დაკავშირებითაც. დღეს მოქმედი კანონით სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები მედიკამენტებს ტენდერის გზით,  სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალიწინებული წესების დაცვით ყიდულობენ.

 ტენდერის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება ხოლმე, არის ფასი. ტენდერს  აქვს თავისი დადებით მხარე - გამჭირვალეა, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ხარჯეფექტურია ის. რადგან ზოგჯერ გაცილებით ხარჯეფექტურია იყიდო შედარებით ძვირი და მაღალი ხარისხის მედიკამენტი, ვიდრე დაბალი ხარისხის მედიკამენტი”- ამბობს კილაძე.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^