Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: იზოლატორებსა და პოლიციის შენობებში სათვალთვალო კამერებს დავამონტაჟებთ

20 მაისი 2016

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი იზოლატორებსა და პოლიციის შენობებში ვიდეოკონტროლის დაყენების შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციას დადებითად აფასებს.

„კარგი რეკომენდაციაა, რომლის შესრულებასაც სამინისტრო თავის თავზე იღებს ახლო მომავალში", - თქვა შს მინისტრის მოადგილემ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ. ამასთან, დეპუტატები ანგარიშის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ისმენენ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, იდეალისტურია ომბუდსმენის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ კრიმინალურ პოლიციას ჩამწერი კამერები ჰქონდეს, როგორც ხუციშვილი ამბობს, ასე სხვა ქვეყნებშიც არ ხდება და იგი დიდ ფინანსებს მოითხოვს.

რაც შეეხება პატრულის თანამშრომლებს, როგორც ხუციშვილი ამბობს, მათ აქვთ კამერები და ინციდენტის დროს იწერენ ხოლმე, თუმცა ძნელია ყოველთვის ყველაფრის ჩაწერა, რადგან სამინისტროს ამხელა ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. „ეს არ გამორიცხავს გარკვეული რეგულაციების შემოღებას, თუ როდის უნდა ჩაიწერონ პატრულის თანამშრომლებმა სამუშაო პროცესი", - თქვა შალვა ხუციშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაინტერესდა, რამდენი რესურსი დასჭირდება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლისთვის სამკერდე კამერის დამონტაჟებას? შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთი ხარისხიანი სამკერდე კამერა დაახლოებით 900 დოლარი ღირს; მისი თქმით, საპატრულო პოლიციაში 4000 ადამიანი მუშაობს ველზე, რომლებიც სამკერდე კამერებს იყენებენ. თუმცა კრიმინალურში ველზე 8000  პოლიციელია, ამიტომ, როგორც  მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ რეკომენდაციის შესრულება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. 

„მართალია, იდეალისტური რეკომენდაცია დავარქვით, მაგრამ უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. იზოლატორებსა და პოლიციის შენობებში კი სათვალთვალო კამერებს აუცილებლად დავამონტაჟებთ", - ამბობს შალვა ხუციშვილი, - „თბილისში დასრულებულია უკვე პოლიციის შენობების აუდიტი და წელს დაიწყება ყველგან კამერების დამონტაჟება. რეგიონებში - ჯერ არა. იზოლატორების შესწავლასაც მალე დავიწყებთ. წელს, ალბათ, ყველგან ვერ მოხერხდება, მაგრამ მომავალი წლისთვის დავამონტაჟებთ".

როგორც ხუციშვილი ამბობს, მართალია, შს სამინისტროს მუშაობას ხარვეზები ახლავს, მაგრამ არ მიაჩნია, რომ ამას რამე სისტემური ხასიათი აქვს და პრობლემას ასეთივე სისტემური გადაჭრა სჭირდება. „მომავალში პრევენციისთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ომბუდსმენთან", - თქვა შალვა ხუციშვილმა. 

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთათვის მინიჭებული დაცვის ფუნდამენტური გარანტიები გამყარდება, თუ თითოეული დაკავებულის ცალ-ცალკე იწარმოება ერთიანი და ზედმიწევნითი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აისახება მისი პატიმრობის ყველა ასპექტი და მათთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები. 2015 წელს კვლავ პრობლემას წარმოადგენდა პოლიციის სამმართველოების უმეტესობაში შიდა პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის არარსებობა.

ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიციის სამმართველოების შენობების სათვალთვალო კამერებით აღჭურვა და ვიდეოჩანაწერის შენახვა გონივრული ვადით, რაც დაკავებული პირის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სახალხო დამცველის მიერ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაცემული 11 რეკომენდაციიდან 10 ეხებოდა დაკავებული პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, რომელიც განხორციელდა პოლიციის სამმართველოებში.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სამხრევიდეოკამერებითა და მანქანის ვიდეორეგისტრატორებით აღიჭურვონ არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, არამედ დეტექტივ-გამომძიებლები და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებიც.

ვიდეოჩანაწერი შესაძლოა, იყოს უფლების დაცვის საკმაოდ ეფექტიანი გარანტია, როგორც დაკავებული პირისათვის, ასევე პოლიციისთვის. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია, პირის დაკავებიდან იმ მომენტამდე, სანამ იგი იმყოფება პოლიციის კონტროლის ქვეშ, ყველა შემთხვევაში მოხდეს სრული პროცესის ვედეოჩაწერა. დაკავებული პირის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდეს მიმდინარე ვიდეომეთვალყურების ჩაწერა და ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა. საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^