საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზენტაციის შემდეგ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" გააკრიტიკა.
„ეს [ტექნოლოგიური ინსტიტუტი] იყო 8 წლის წინ, დაახლოებით, როდესაც დავიწყე და თქვენი ლიდერი სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო ამით და თქვენც იქა ხართ. თქვენ არა ხართ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი? თქვენ ამავედროულად წარმოადგენთ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას?" მხარდამჭერს? მერე რა მოხდა, რომ ჟურნალისტი ხართ. „რუსთავი 2" არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არის დამოკიდებული, სხვა მედია არის თავისუფალი დღეს. „ტაბულაც" იქა ხართ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ არა ხართ იმდენად დიდი, რომ თქვენზე ყურადღება გადმოვიტანო. პატარები ხართ ძალიან. „რუსთავი 2" გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია „ნაციონალების" და ღმერთმა მოგახმაროთ, ესეთიც უნდა იყოს. კარგად იყავით ერთად შეხმატკბილებულები“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს.