დღეს მთავრობის სხდომაზე „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" დადგენილების პროექტს განიხილავენ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ეს სახელმწიფო პროგრამა თავის შინაარსით სახელმწიფო უწყებების მრავალმხრივ ჩართულობას მოიცავს.
„ეს არის არის უბრალოდ შუამავლობა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ საუბარია კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე. პოტენციური დამსაქმებელი აქტიურად მონაწილეობს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრებისა თუ სასწავლო კურუკულუმების საშუალებით. ამ პროცესში სახელმწიფოც იქნება ჩართული. მათ საშუალება ექნებათ, რომ გადამზადების შემდეგ დასაქმების საშუალება მისცენ. ჩვენი შეფასებით ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი რეალური შესაძლებლობებით", - აღნიშნა სერგეენკომ.
როგორც სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების შემადგენელი ნაწილია.