Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, როგორც პოლიტიკური იარაღი

10 მაისი 2012

 

2012 წლის 30 აპრილს მე-9 არხი ჩაირთო. ეთერში გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, არხის ხელმძღვანელობამ, საქართველოში ლიცენზირებულ საკაბელო მაუწყებლებთან სამაუწყებლო ბადეში მე-9 არხის ჩართვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყო,  თუმცა როგორც არხის ხელმძღვანელი - კახა ბექაური ამბობს, ათობით საკაბელო ოპერატორისგან უარი მიიღეს, უარი არ იყო არც ზეპირი,  არც - წერილობითი.

 

"თბილისსა და რეგიონების მომუშავე ყველა საკაბელო ოპერატორს მივმართეთ. ზოგმა შეხვედრაზე უარი გვითხრა, ნაწილი შეგვხვდა. პირად საუბარში ამბობდნენ, რომ უნდოდათ მეცხრე არხის ჩართვა, მაგრამ ელიან პრობლემას მარეგულირებლისგან. ამბობენ - პირდაპირ გვითხრეს, ხელისუფლების და მარეგულირებლის წარმოადგენლებმა თუ მეცხრე არხს ჩართავთ რუსთავი2 და იმედი აღარ გექნებათო, როგორც გლობატივის გაუკეთეს. მხოლოდ სუპერტივის ოფიციალური წერილი მივიღეთ. მოგწერეს, რომ მათ პაკეტში  68 არხია ჩართული და არ აქვთ საშუალება მეცხრე არხი დაამატონ. ამ 68 არხიდან 18 არის ქართული და დანარჩენი 40-მდე უცხოური და ვერც ერთ მათგანს ვერ ჩაანაცვლებენ." - გვიყვება მეცხრე არხის დირექტორი კახა ბექაური.

მე-9 არხი სამაუწყებლო ბადეში მხოლოდ გლობალ ტვ-იმ ჩასვა (გლობალ ტვ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ძმაა), რის შემდეგაც, გლობალ ტვ-ის სამაუწყებლო ბადე  ხუთმა ქართულმა არხმა დატოვა. 50-მდე საბიუჯეტო უწყებამ კი გლობ ტვ-ის მომსახურეობაზე უარი თქვა.

„მოგვმართეს წერილობით და გვითხრეს, რომ შეგვეჩერებინა მათი არხის რეტრანსლირება ჩვენს ქსელში. ამის გარდა, სირთულეები გაჩნდა მარეგულირებელი კომისიის მხრიდან" - გვითხრა გლობალ ტვ =-ის დირექტორმა  - ზურაბ ბაზღაძემ.

როგორც ზურაბ ბაზღაძის ნაამბობიდან ირკევა, 2011 წლის ბოლოს, მარეგულირებელმა გლობალ ტვ-ის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ თუ გლობალ ტვ-ის უცხოურ არხებთან ხელშეკრულება დისტრიბუტორის საშუალებით ჰქონდა  გაფორმებული, მაშინ კომისიას დამატებითი სახის დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლება ჰქონდა.

გლობალ ტვ-ის სამაუწყებლო ბადეში 112 არხი აქვს, აქედან  თითქმის 70%-თან  ხელშეკრულება დილერის საშუალებითაა გაფორმებული; როგორც ზურაბ ბაზღაძე ამბობს, დილერი კომპანიები გაოცებულნი არიან, რადგან მარეგულირებელმა მათგან  ისეთი დოკუმენტები მოითხოვა, რომელთა ნაწილი კონფიდენციალურია.

რამდენიმე ხნის წინ, მარეგულირებელმა გლობალ ტვ-ის რუსულ არხ "ტნტ" -სთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა დაავალა.

"ჩვენ გვეშიანია, რომ ხვალ სხვა არხების საკითხი დადგება; ან უნდა გავთიშოთ ეს არხები, ან დაგვაჯარიმებენ. თხოულობენ 25 დღიან ბადეს, და ამ 25 დღიანი ბადეში გაწერილი ყველა ფილმის, მუსიკალური ნომრის, ყველა გადაცემების საავტორო უფლებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას".

როგორც ზურა ბაზღაძე ამბობს, მარეგულირებელმა დამატებითი დოკუმენტები პირველად გლობალ ტვ-სგან გამოითხოვა. „როცა ავხმაურდით, მარეგულირებელმა წერილი სხვა საკაბელო მაუწყებლებსაც დაუგზავნა"- თქვა ზურაბ ბაზღაძემ.

გლობალ ტვ-ი 2006 წლიდან ახორციელებს კომერციულ მაუწყებლობას, ლიცენზიის მიხედვით,  მთელ საქართველოში შეუძლიათ მაუწყებლობა, თუმცა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ საკაბელო ოპერატორს გავრცელების მხრივაც შეექმნა პრობლემა.

„დასავლეთ საქართველოს სამუშაოების ჩატარება ჯერ კიდევ გასულ წელს დავგეგმეთ. დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, შევიძინეთ აპარატურა, მაგრამ პრობლემები სიგნალის გავრცელებასთან დაკავშირებით შეგვექმენა. მოიჯარებმა ანძაზე აპარატურის განთავსებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები მოშალეს" - გვითხა ზურაბ ბაზღიძემ.

ზურაბ ბაზღაძის თქმით, გლობლ ტვ-იმ ტექნიკური აპარატურა შემოიტანა: მიმღები მოწყობილობები, სააბონენტო მაუწყებლობები, რომელთა ნაწილი საბაჟოზე ყოფნის დროს განადგურდა.

„საბაჟოზე 40 0000 ღირებულების სპეციალური ტექნიკა გაანადგურეს"- გვითხრა ზურაბ ბაზღაძემ.

გასული წლის თებერვალში,  მარეგულირებელმა გლობალ-ტვ-ის დამატებითი  დოკუმენტები მოსთხოვა.

მოთხოვნის დროს მარეგულირებელმა იმ მუხლით იხელმძღვანელა, რომელიც მაუწყებელს ხელშეკრულებებთან ერთად სხვა დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვნის საფუძველს აძლევს, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება კანონში 2011 წლის ნოემბერში შევიდა.

ლევან დოლიძის თქმით, რომელიც „ლევან მიქელაძის ფონდის" თანამშრომელია და მაუწყებელთა მარეგულირებლის საქმიანობის მონიტორინგს ეწევა  "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი დეტალურად არ განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიის უფლებამოსილებას, კერძოდ,  კომისიას 2005 წელს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებამოსილებაზე ზედამხედველობა გაეწია საკაბელო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორცილებელ ოპერატორებზე, თუმცა,  2006 წელის  დეკემბერში, ეს უფლებამოსილება კომისიას ჩამოერთვა. შესაბამისად, 2007-2008 წლებში ამ დარღვევისათვის არც ერთი საკაბელო ოპერატორი არ დაუჯარიმებიათ. 2009 წელს კომისიას წერილით მიმართა "საქართველოს საკაბელო ტელეიზიების კავშირმა" და მოითხოვა განმარტება, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო კომისია უფლებამოსილი საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე მონიტორინგი გაეწია საკაბელო ოპერატორებისათვის,  რის საპასუხოდაც, კომისიამ დაუდასტურა, რომ 2009 წლიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მიზნით,  კომისია უშუალო კონტროლსა და მონიტორინგს არ გახორციელებლდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსკანონმდებობაში 2009 წლიდან არანაირი დამატებითი ცვლილება ამ მიმართულებით არ შესულა კომისიამ დაიწყო ზედამედველობა ამ სფეროზე და საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის საკაბელო ოპერატორების სანქცირებაც დაიწყო.

„ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი, რომლის მიხედვით,  2010-2011 წლამდე ამ საკაბელო ოპერატორების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებიდან 60 პროცენტზე მეტი  სწორედ  საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო მათ სანქცირებას ითვალისწინებს,  ანუ ეს იქცა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ სფეროდ." - ამბობს ლევან დოლიძე.

ლევან დოლიძის თქმით,  მარეგულირებელი საკაბელო ოპერატორებისგან იმგვარ დოკუმენტაციას ითხოვენ, რომლის წარდგენაც საკმაოდ რთულია.

„კომისია ითხოვს საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ისეთს,  რაც საკაბელო ოპერატრებისთვის საკმაოდ ძნელად მოსაძიებელია. კომპანია იმას კი არ ითხოვს, რაც  დილერთან,  ან იურიდიულ პირთან  იქნება გაფორმებული, არამედ,  ისეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც ეხება, მაგალითად, იმას, ჰქონდა თუ არა თავად მაუწყებელს უფლება,  კონკრეტული პროდუქცია გაევრცელებინა" - ამბობს დოლიძე.

მისივე თქმით,  დასავლეთის ქვეყნებში აუდიო და ვიდეო პროდუქციის სავტორო უფლებებს სასამართლოს მეშვეობით თავად ამ პროდუქციის შემქმნელი იცავს.

„ასე რომ,  პრაქტიკა იმისა, რომ კომუნიკაციების მაუწყებელი კომისია თუ მაუწყებლების მარეგულირებელი კომისია ცალკე უზრუნველყოფდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას,  ვერსად ვნახეთ."

თუ კომისია დაადგენს დარღვევის ფაქტს,  რეაგირებს და შეუძლია დარღვევას კონკრეტული სანქცია შეუფარდოს. ლევან დოლიძე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის დროს არამართლზომიერი სანქცირების შემთხვევები გამოვლინდა.

„მაგალითად, ორი სუბიექტის მიმართ დაწესდა სანქცია,  რომლის შემთხვევაშიც,  კომისიამ სრულად არ შეისწავლა საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა. არის შემთხვევები,  როდესაც კომისიამ შეწყვიტა წარმოება და თავი შეიკავა სუბიექტის სანქცირებისგან, იმ მოტივით, რომ ამ სუბიექტმა აღმოფხვრა  დარღვევა.  არის შემთხვევები, როდესაც მაუწყებლობის ტრანზიტის განმახროციელებელმა სუბიექტმა აღმოფხვრა პრობლემა,  თუმცა მისი სანქცირება მაინც მოხდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^