პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა.
„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში. მან დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე ESM-ის ბიზნეს სკოლა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ინოვაციისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში კონკრეტულად იმ მიამრთულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი 4-პუნქტიანი პროგრამის მიმართლებებს" - თქვა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მას არაერთი დისკუსია და მსჯელობა მქონდა მასთან ერთად და საჭიროდ ჩათვალა, რომ მისი კანდიდატურა წარედგინა განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერი ფიქრობს, რომ ჩვენ დღეს უკვე გვჭირდება განახლებული ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის.
ბიოგრაფია
ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა არის მენეჯერი და ტრენერი 20-წლიანი გამოცდილებით. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.
ჯეჯელავა მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პერსონალის დაქირავებას, მართვას და გაყიდვების პროცესის ორგანიზებას მოწინავე ქართულ ორგანიზაციებში.
ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს მათემატიკის მაგისტრის წოდება, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის წოდება და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების და და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.