Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი იქნება

16 ივნისი 2016

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაკის მაჟორიტარად პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა. წარდგენას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე და საარჩევნო შტაბის  ხელმძღვანელი ნიკა მელია ესწრებოდნენ.

„ჩვენ არც ერთი დღე და არც ერთი საათი აღარ გვაქვს დასაკარგი, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ეს უბანიც გააკეთებს არჩევანს, რომ საქართველო დაბრუნდეს განვითარებისა და პროგრესის გზაზე. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახს მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს, მოხდეს ქვეყნის სწრაფი ინტეგრაცია ევროპაში და, რაც მთავარია, არანაირი საფრთხე არ დაემუქროს სიტყვის თავისუფლებას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც კენჭს ვაკე 3 (ვაჟა ფშაველა - ნუცუბიძის) ოლქში იყრის.

„ერთიანმა ნაციონალურიმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები შემდეგ ოლქებში წარადგინა:

ვაკე - ელენე ხოშტარია და პეტრე ცისკარიშვილი, ბოლნისი - სამირა ისმაილოვა, მარნეული - აზერ სულეიმანოვი, ასპინძა - ბორჯომი - ტარიელ ლონდარიძე, ახალციხე - ვაჟა ჩიტაშვილი, გურჯაანი - გიორგი ღვინიაშვილი, თელავი - გიორგი ბოტკოველი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^