Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შეღავათით ისარგებლებს 99 სოფელი, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭეს

23 ივნისი 2016

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილება შევიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სიას 99 დასახლება დაემატება, რაც 38 ათას ადამიანს მოიცავს. 

„დღემდე ამ დასახლებების ნუსხაში შეუსვლელობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე, შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ლიბერალი" გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, რომლებსაც  მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ:

მუნიციპალიტეტი

დასახლების კატეგორია

დასახლების სახელწოდება

1

საჩხერე

სოფელი

ცხამი

2

საჩხერე

სოფელი

კორბოული

3

საჩხერე

სოფელი

მოძვი

4

ჭიათურა

სოფელი

ბჟინევი

5

ჭიათურა

სოფელი

ქვედა ჭალოვანი

6

ხარაგაული

სოფელი

წიფა

7

ხონი

სოფელი

კინჩხა ფერდი

8

ახმეტა

სოფელი

ძიბახევი

9

გურჯაანი

სოფელი

არაშენდა

10

გურჯაანი

სოფელი

დარჩეთი

11

გურჯაანი

სოფელი

ქოდალო

12

გურჯაანი

სოფელი

ჭერემი

13

საგარეჯო

სოფელი

ანთოკი

14

საგარეჯო

სოფელი

ბოტკო

15

საგარეჯო

სოფელი

ხინჭები

16

საგარეჯო

სოფელი

კოჭბაანი

17

საგარეჯო

სოფელი

სასადილო

18

საგარეჯო

სოფელი

ოთარაანი

19

საგარეჯო

სოფელი

სათაფლე

20

საგარეჯო

სოფელი

უჯარმა

21

საგარეჯო

სოფელი

მუხროვანი

22

სიღნაღი

სოფელი

ნუკრიანი

23

დუშეთი

სოფელი

უკანაფხო

24

დუშეთი

სოფელი

არბოეთი

25

დუშეთი

სოფელი

თხილავანა

26

დუშეთი

სოფელი

ძველი ბურღული

27

დუშეთი

სოფელი

მიქელიანი

28

დუშეთი

სოფელი

ნოკორნა

29

დუშეთი

სოფელი

ბიჩნიგაურები

30

დუშეთი

სოფელი

ჩინთი

31

დუშეთი

დაბა

ჟინვალი

32

დუშეთი

სოფელი

ჟინვალი

33

დუშეთი

სოფელი

არღუნი

34

დუშეთი

სოფელი

დუდაურები

35

თიანეთი

სოფელი

ღორღა

36

თიანეთი

სოფელი

გუდანელები

37

თიანეთი

სოფელი

ტოლაანთსოფელი

38

მცხეთა

სოფელი

კოტორაანთკარი

39

მცხეთა

სოფელი

ბურიანი

40

მცხეთა

სოფელი

ზემო ნიჩბისი

41

მცხეთა

სოფელი

მშრალხევი

42

ადიგენი

დაბა

ადიგენი

43

ადიგენი

სოფელი

ბენარა

44

ადიგენი

სოფელი

გორგული

45

ადიგენი

სოფელი

ვარხანი

46

ადიგენი

სოფელი

ფარეხა

47

ადიგენი

სოფელი

წრე

48

ადიგენი

სოფელი

ფლატე

49

ადიგენი

სოფელი

უდე

50

ადიგენი

სოფელი

წახანი

51

ადიგენი

სოფელი

ხევაშენი

52

ახალციხე

სოფელი

ტყემლანა

53

ახალციხე

სოფელი

კლდე

54

ახალციხე

სოფელი

ფერსა

55

ბორჯომი

სოფელი

დვირი

56

ბორჯომი

სოფელი

სადგერი

57

ბორჯომი

სოფელი

ცემი

58

ბორჯომი

სოფელი

კორტანეთი

59

ბორჯომი

სოფელი

დაბა

60

ბორჯომი

სოფელი

მზეთამზე

61

ბორჯომი

დაბა

წაღვერი

62

ბოლნისი

სოფელი

ბალიჭი

63

დმანისი

სოფელი

ზემო ოროზმანი

64

დმანისი

სოფელი

ვაკე

65

დმანისი

სოფელი

ველისპირი

66

თეთრიწყარო

ქალაქი

თეთრიწყარო

67

თეთრიწყარო

სოფელი

ალექსეევკა

68

თეთრიწყარო

სოფელი

გუდარეხი

69

მარნეული

სოფელი

ხოჯორნი

70

გორი

სოფელი

ბობნევი

71

გორი

სოფელი

ზემო ბოშური

72

გორი

სოფელი

ბიისი

73

გორი

სოფელი

დიცი

74

გორი

სოფელი

ქორდი

75

გორი

სოფელი

არბო

76

გორი

სოფელი

კირბალი

77

გორი

სოფელი

მერეთი

78

გორი

სოფელი

ზემო ხვითი

79

გორი

სოფელი

ზემო ნიქოზი

80

გორი

სოფელი

ფიცესი

81

გორი

სოფელი

ფელი

82

კასპი

სოფელი

ახალციხე

83

კასპი

სოფელი

მთიულთ უბანი

84

კასპი

სოფელი

თვალადი

85

კასპი

სოფელი

გუდალეთი

86

კასპი

სოფელი

ზადიაანთ კარი

87

კასპი

სოფელი

თელადგორი

88

კასპი

სოფელი

ლავრისხევი

89

ქარელი

სოფელი

ატოცი

90

ქარელი

სოფელი

ორთუბანი

91

ქარელი

სოფელი

წითელი სოფელი

92

ხაშური

სოფელი

უწლევი

93

ხაშური

სოფელი

ღანძილები

94

ხაშური

სოფელი

ნარუჯები

95

ხაშური

სოფელი

ღუდა

96

ხაშური

სოფელი

ჯვართმუხა

97

ხაშური

სოფელი

კოდისწყარო

98

ხაშური

სოფელი

ჩორჩანა

99

ხაშური

სოფელი

წეღვერი

სტატუსის მინიჭებით სოფლები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის თანახმად, სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. 

ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დღემდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობდნენ: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.  

პროცედურის მიხედვით, დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის შედეგად. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას საბჭოს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების მიზნით ფიზიკურმა პირმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

კანონის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური შეღავათების დაწესებას:

ა) საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული დანამატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატის მიცემას:

ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;

ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით;

გ) ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

დ) აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;

ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –  არანაკლებ 200 ლარის – მიცემას;

ვ) საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას. აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ მიეცემა პირს, რომელიც ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით სარგებლობს.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები. აღნიშნული პროგრამები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი საგადასახადო შეღავათები ვრცელდება:

ა) საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა 

ბ) ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

გ) საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე; 
(საქ. საგადასახადო კოდექსი მუხლი 82. ნაწილი 2. 

დ) მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი; 

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით. 

ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით.

ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით.

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს:

ა) ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას;

ბ) მომსახურების (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა) გაწევას;

გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^