Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთის ცნობით, ტერაქტში ეჭვმიტანილები ეროვნებით რუსი, უზბეკი და ყირგიზია

30 ივნისი 2016

ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი სამი თვითმკვლელი ტერორისტი ეროვნებით რუსი, უზბეკი და ყირგიზია. Reuters-ის ცნობით, ინფორმაციის წყარო თურქეთის ოფიციალური პირები არიან.

მათ თვითმკვლელ ტერორისტებზე დამატებითი დეტალები მედიისთვის არ გაუმხელიათ. ასევე უცნობი რჩება ტერორისტების სახელები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

ხელისუფლების მომხრე გაზეთი „იენი საფაკის" ცნობით, რუსი თავდამსხმელი დაღესტნიდან იყო.

ყირგიზეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, უზბეკეთის უშიშროების სამსახურს კი კომენტარი არ გაუკეთებია. 

„იენი საფაკის" ცნობით, ტერორისტული აქტის ორგანიზატორი ეროვნებით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. ის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და პასუხისმგებელია რუსი მებრძოლების გაწვრთნაზე. მას რუსული მხარეც ეძებს. თურქული მხარე Reuters-ს ჩატაევთან დაკავშირებით ინფორმაციას არ უდასტურებს.

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, რომელთაგან 3 უცხოელია.

ბოლო მონაცემებით, ათათურქის აეროპორტში ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.

სამშაბათს ათათურქის აეროპორტში სამმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

ორმა მათგანმა აფეთქება ტერმინალის შენობაში მოაწყო, მესამემ კი თავი ავტოსადგურზე აიფეთქა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^