„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კრწანისის მაჟორიტარ კანდიდატად თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე წარადგინა. წარდგენას პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია და ოთარ კახიძე ესწრებოდნენ.
„ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას კრწანისის რაიონში. როგორც მთელ საქართველოს, ასევე კრწანისის მოსახლეობასაც სჭირდება პენსიის გაზრდა, დასაქმება, მედიკამენტების ღირებულების ბიუჯეტიდან ანაზღაურება, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებასაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვაპირებთ და ძალიან მალე თითოეული ოჯახი იგრძნობს, რომ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.