Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პრეზიდენტს მიმართავენ1

28 მაისი 2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს. თანამშრომლების თქმით, განცხადების ტექსტს ცენტრში მომუშავე ყველა პირი ეთანხმება. მათი დიდი ნაწილი უკვე წერს განცხადებას გათავისუფლების შესახებ.  გამოცდების ეროვნულ ცენტრში 170-ზე მეტი ადამიანი მუშაობას.

  გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს. თანამშრომლების თქმით, განცხადების ტექსტს ცენტრში მომუშავე ყველა პირი ეთანხმება. მათი დიდი ნაწილი უკვე წერს განცხადებას გათავისუფლების შესახებ.  გამოცდების ეროვნულ ცენტრში 170-ზე მეტი ადამიანი მუშაობას.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების მინისტრმა დიმიტრში შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. მიზეზად პიროვნული შეუთავსებლობა დაასახელა. განცხადების გავრცელებიდან ათიოდე წუთში გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი მაია მიმინოშვილმა გააკეთა. მისი თქმით, განთავისფულების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელბიც განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, "მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ". მიზეზი ყოფილა "პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის".

გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპით. ცენტრისთვის მთავარ ღირებულებებს განათლების ხარისხი და მისი გაუმჯობესებისათვის მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. გარწმუნებთ, მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად თანხვდება ცენტრის თანამშრომელთა ხედვას, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეხება ცენტრის ყველა თანამშრომელს და ზოგადად ცენტრის საქმიანობას.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება, დისკუსია და არა ხისტი გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, პირადი პოზიციის შეუთანხმებლობას არ უნდა ეწირებოდეს განათლების ხარისხი და მისი დაცვისთვის განხოციელებული ღონისძიებები, რასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის უზრუნველყოფდა.

ბატონო პრეზიდენტო, დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ბატონი დიმიტრი შაშკინის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ამიტომაც, გთხოვთ უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს"



კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^