Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამი ნაბიჯი მასწავლებლობამდე

22 ივლისი 2016

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვაა.

სწორედ ამიტომ სქემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მასწავლებლის მომზადების ახალ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის მქონე ახალგაზრდების მოზიდვასა და კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

2016-2017 აკადემიური წლიდან მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა ამოქმედდება.

სქემაში მასწავლებლის ოთხი სტატუსია განსაზღვრული - პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასასვლელად მასწავლებლებმა კრედიტები სხვადასხვა აქტივობით უნდა დააგროვონ.

დღესდღეობით უფროსი მასწავლებლის საბაზო ხელფასი, სრული დატვირთვის შემთხვევაში (18 საათი), დანამატის გარეშე (ხელზე ასაღები თანხა) 583 ლარია. 

2016 წელს ზამთარსა და ზაფხულში გამართულ მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველმა 3503-მა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. თუმცა ჯერ უცნობია რამდენი მათგანი გავიდა გამოცდაზე.

საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მასწავლებლობის 948 მსურველს დააფინანსებს. 

ამ პროგრამის განხორციელებისთვის უნივერსიტეტებმა დედაქალაქში 337, ხოლო რეგიონებში 611 ადგილი გამოყო.

უფრო კონკრეტულად კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 147 ადგილი იქნება გამოყოფილი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - 135;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 175;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 234;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 102;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 59;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 55;

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - 41.

მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიაში ჩართვის მოკლე გზაა. სქემა დაინტრესებულ პირებს პროფესიაში ჩართვის გრძელ გზასაც სთავაზობს. ამ შემთხვევაში საუნივერსიტეტო მომზადება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მეშვეობით მოხდება. ამ პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს განათლების მაგისტრის ხარისხი მიენიჭება.

ამ შემთხვევაში საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების ორი გზა არსებობს - მიმდევრობითი და პარალელური პროგრამა.

მიმდევრობითი პროგრამის შემთხვევაში აბიტურიენტი თავიდანვე მასწავლებლობის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. პარალელური პროგრამის შემთხვევაში კი სტუდენტი მასწავლებლის პროფესიას სწავლის პროცესში ირჩევს. მაგალითად, სწავლობს ფიზიკის მიმართულებაზე, ხოლო დამატებით (მაინორ) ირჩევს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. მასწავლებლის მომზადების 5-წლიანი პროგრამები 2017-2018 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^