Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიის მთავრობა: მკვლელმა მიუნხენში თავდასხმა ერთი წლით ადრე დაგეგმა

24 ივლისი 2016

როგორც ბავარიის მთავრობა აცხადებს,  რომ 18 წლის თავდამსხმელმა, რომელმაც მიუნხენში 9 ადამიანი მოკლა, თავდასხმის დაგეგმვა ერთ წელზე მეტი ხნით ადრე დაიწყო. დევიდ ალი სონბოლი სავაჭრო ცენტრში თავდასხმამდე ერთი წლით ადრე გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იმ სკოლას ესტუმრა, რომელშიც 2009 წელს 15 ადამიანი მოკლეს.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მკვლელმა გამოიყენა გლოკის სისტემის პისტოლეტი, რომელიც ინტერნეტში სპეციალური პროგრამის დახმარებით, „შავ ბაზარზე" შეიძინა. რობერტ ჰაიმბერგის განცხადებით, თავდამსხმელის მშობლები შოკურ მდგომარეობაში არიან და სამართალდამცველები ჯერჯერობით მათ დაკითხვას ვერ ახერხებენ.
ჰაიმბერგმა კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად ვერ აღმოაჩინეს ნორვეგიელი მკვლელის, ანდერს ბრეივიკის მანიფესტი.
მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 18 წლის დევიდ ალი სონბოლს კავშირი ჰქონდა ანდერს ბრეივიკთან, რადგან თავდასხმა სავაჭრო ცენტრში სწორედ ნორვეგიის ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ მოხდა.
მიუნხენის პროკურატურის პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 2015 წელს სონბოლიმ 2 თვე გაატარა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
„მას ეშინოდა ადამიანებთან კომუნიკაციის, ასევე ჰქონდა დეპრესია", - განაცხადა ტომას სტაინკრაუს-კოხმა

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^