Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არქიმანდრიტი ადამი: კათოლიკურ ეკლესიებზე შეკითხვის დასმა არ არის კონსტრუქციული

25 ივლისი 2016

საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძის თქმით, მართლამდიდებელი ეკლესია საკულტო ნაგებობებზე პრეტენზიას არ აცხადებს, რადგან ინტერრელიგიური დიალოგი ამით მაშინვე ჩაიშლება. 

„ლიბერალი" ეცადა, საპატრიარქოს პოზიცია მოესმინა 6 სადავო კათოლიკურ ეკლესიაზე, რომელშიც დღეს წირვა-ლოცვას მართლმადიდებელი ეკლესია აღავლენს. არქიმანდრიტის თქმით, ამ კითხვის დასმა დღეს არ არის კონსტრუქციული. 

არქიმანდრიტი ადამი დღეს „ქორთიარდ მარიოტში" „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის" კონფერენციაში მონაწილეობდა.

„რა თემაა ეს, როცა თუ არ დავსხედით და არ ვილაპარაკეთ... ჩვენ რატომ არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენც გვაქვს პრეტენზია რომელიმე ნაგებობაზე? იმიტომ, რომ მაშინვე ჩაიშლება დიალოგი, რომელიც მიმდინარეობს. წელიწადში ორ საერთაშორისო სიმპოზიუმს ვატარებთ ერთად. დღეს ამ შეკითხვების დასმა არ არის კონსტრუქციული", - უთხრა არქიმანდრიტმა ადამმა „ლიბერალს".

მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი უხერხულია.

შეკითხვაზე - თუ რამდენად კონსტრუქციულად მიმდინარეობს საქართველოში ინტერრელიგიური დიალოგი? არქიმანდრიტი პასუხობს, რომ რელიგიებმა ისტორიული წარსული უნდა დაივიწყონ.

„დიალოგი იმას გულისხმობს, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდობიან პირობებში. დიალოგის რეჟიმში და არა ბრალდებებითა და პრეტენზიებით. სხვანაირად დიალოგი ვერ შედგება. ფიქრობთ, ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ეს. ჩვენ აუცილებლად ვსხდებით რა მაგიდასთან, ვივიწყებთ ისტორიულ წარსულს. ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელ დღესა და მომავალზე, მაგრამ წარსულის დავიწყება არ ნიშნავს იმ კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმას, რომლის მატარებელიცაა თითოეული ჩვენგანი. ინტერრელიგიური დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ სასურველ დონეს რომ მიაღწიოს, საჭიროა იმ საყოველთაო პრინციპების დაცვა, რომელთა გარეშეც დიალოგი ვერ შედგება", - ამბობს არქიმანდრიტი.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ისტორიულად 6 კათოლიკური ეკლესიის დაბრუნებას მოითხოვს, სახელმწიფომ საპატრიარქოს სხვადასხვა დროს რომ გადასცა საკუთრებაში.

გორის, ბათუმის, უდის, ქუთაისის, ივლიტისა და საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე ბუზმარეთის ეკლესიებში, რომლებიც კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნიშნებით გამოირჩევა, დღეს წირვა-ლოცვას მართლმადიდებელი ეკლესია აღავლენს.

მტვრით დაფარული ღვთისმშობელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^