Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამარტივდება თუ არა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები?

07 ივნისი 2012

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები დასახელდა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მიმინოშვილის პედაგოგებისთვის გამოცდების გამარტივება არ სურდა.

 

ამის შესახებ პირველ არხზე გადაცემა „დიალოგში" მაია მიმინოშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოცდების გამარტივების წინააღმდეგი არ ყოფილა. ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ გამოცდების გამარტივებაზე საუბარი მხოლოდ წელს დაიწყო.

რატომ დაიწყო მთავრობამ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების გამარტივებაზე ფიქრი? - ამ კითხვაზე ოფიციალური პირებს საჯარო განმარტება არ გაუკეთებიათ. თუ არ ჩავთვლით, გადაცემა „დიალოგში"მინისტრის პირველ მოადგილესთან ინტერვიუს, სადაც ის პედაგოგებისთვის კონფორტის შექმნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მიზანი ვინმეს ჩაჭრა არ არის.

ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ იმავე გადაცემაში, სასერტიფიკაციო გამოცდების გამარტივების საჭიროება, ამ სფეროში შესვლის მსურველი პირების სიმცირით ახსნა და  თქვა, რომ ახლა სკოლებიდან პედაგოგების გაცხრილვის დრო არ არის.

„ჩვენთან ამ მხრივ ძალიან ცუდად არის საქმე, ძალიან ცოტას უნდა მასწავლებლობა, ბალაკავრიატზე ორი წლის წინ 60 ადამიანი იყო, ახლა ცოტა გაიზარდა." - აღნიშნა გიგი თევზაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია გამოცდების გამარტივებაზე საუბრის დაწყებას არჩევნებს უკავშირებს. მან 2008 წელი გაიხსენა, როცა ხელისუფლებამ სასერთიფიკაციო გამოცდები არჩევნების გამო არ ჩაატარა.

„პირველად გამოცდები 2008 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო.  გადაიდო მხოლოდ იმის გამო, რომ ტარდებოდა არჩევნები და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ შეექმნა პრობლემები საკუთარი თავისთვის. " - თქვა სიმონ ჯანაშიამ.

სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგები და პოლიტიკა

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სერთიფიცირება პირველად 2010 წელს ჩატარდა.

(2010 წელს, გამოცდაზე 10,000 -ზე მეტი პედაგოგი გავიდა. სერთიფიკაცი 1200- პედაგოგმა აიღო. 2011-ში 22, 000 პედაგოგი გავიდა, - სერთიფიკატი 2500 აიღო.) http://www.mes.gov.ge/content.php?id=2718&lang=geo)

2010 წელს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგების გამოცხადებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოცდაზე გასული 10, 000 პედაგოგიდან სერთიფიკატი მხოლოდ 1200-მა პედაგოგმა აიღო.

დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შედეგებზე პასუხისმგებლობა იმ  კერძო ტრენინგ ცენტრებს დააკისრა, რომლებიც სახელემწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერის საფასურად  გამოცდისთვის პედაგოგთა მომზადებას უზრუნველყოფდნენ.

მინისტრის ინიციატივით, 2011 წლიდან გამოცდისთვის მასწავლებელთა მომზადება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა დაიწყო. 2011 წლის გამოცდებზე სერთიფიცირებული პედაგოგების „ესოდენ კარგი მაჩვენებელიც"  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ეფექტური საქმიანობით აიხსნა.

ექსპერტების თქმით, ამ ცვლილებით მასწავლებელთა მომზადების სისტემა ცენტრალიზებული და არაადეკვატური გახდა. 2011 წლამდე პედაგოგი ირჩევდა, სად გაივლიდა გამოცდისთვის ტრენინგებს. ახლა კი ყველა პედაგოგი გლდანში, მასწავლებელთა პროფესიულ ცენტრში გადის გადამზადებას.

„დღეს მასწავლებელები ვალდებულები არიან გაიარონ ისეთი ტრენინგები, რომელზედაც ცუდს ვერაფერს ვერ იტყვიან იმიტომ, რომ შეიძლება სამსახური დაკარგონ. ყველა მასწავლებელი ვალდებულია წავიდეს მასწავლებლის სახლში და გაიაროს ერთი და იგივე ტრენინგი. ამის მაგივრად უნდა იყოს ტრენინგების მრავალფეროვნება, სადაც მასწავლებელი თავისუფლად აირჩევდა, სად მივიდოდა და რომელ მომწოდებელთან." - გვითხრა სიმონ ჯანაშიამ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^