Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთიანი ყარაბაღი - 2-8 ივნისი

08 ივნისი 2012

 

2012 წლის 2 ივნისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომეხი სამხედროები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის პროპაგანდისა და ინფორმაციის განყოფილებამ აზერბაიჯანს ანალოგიური ბრალდება წაუყენა და აღნიშნა, რომ 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 200 -ჯერ დაარღვიეს.

 

საინფორმაციო სააგენტო "Кавказский узел"-ის ინფორმაციით, 4 ივნისს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტავუშის პროვინციაში აზერბაიჯანულ დივერსიულ ჯგუფებთან შეტაკების შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

აზერბიაჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია ჯერ უარყო, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობისას მომხდარ შეტაკებას, სომხეთის ტერიტორიიდან მოძრავი ჯგუფის 3 წევრი ემსხვერპლა, ხოლო 5 დაიჭრა.

7 ივნისს, ორ ქვეყანას შორის გამწვავებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასზე მეტი ადამიანი - სტუდენტები, ყოფილი სამხედროები და საზოგადო მოღვაწეები მონაწილეობდნენ.

8 ივნისს, საკუთარ ბლოგზე "Кавказский узел"-ის ფოტობლოგერი, ალბერტ ვოსკანიანი წერს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ათობით დაღუპული სამხედროს შესახებ თავად გადაამოწმა. ვოსკანიანის თქმით, მთიან ყარაბაღში პატარა შეტაკებები მოხდა, რომლებსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

ალბერტ ვოსკანიანი ჰილარი კლინტონის ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგიონში ასეთი ტიპის ვიზიტებს ყოველთვის პროვოკაცია მოსდევს, რასაც ახალგაზრდა ადამიანები ეწირებიან.

დღესვე სააგენტო - „newsarmenia.ru"-ზე მთიანი ყარაბაღის ინფორმაციისა და პროპაგანდის განყოფილების შეტყობინება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ 6-7 ივნისს აზერბაიჯანულმა მხარემ სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი საშუალებებით ათასი გასროლა განახორციელა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება სამხრეთ კავკასიაში ნატოს ოფიცერ - კოორდინატორმა უილიამ ლეიმ გააკეთა. მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში იმედოვნებენ, რომ არსებული სიტუაცია დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება. ლეიმ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და მინსკის ჯგუფის ძალისხმევას ყარაბაღის რეგიონის პრობლემის დარეგულირების პროცესში.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^