Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093 შეადგენს

06 აგვისტო 2016

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. 15 ივლისის მდგომარეობით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093 შეადგენს.

თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.

„უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი)“,- ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ (1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს) საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^