საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განცხადება გაავრცელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე, რომელიც საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით არის დარღვეული. მუხლი ეხება წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა სავარაუდო მონაწილეობას, რომელთაც კანონით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ამ შემთხვევაში საქმე ეხებათ მოქალაქეობის არმქონე პირებს.
„წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ამ ეტაპზე ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში.
აღნიშნულის, მიუხედავად, მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.“
თამარ ჟვანიამ მოუწოდა პარტიებს, რომ პატივი სცენ აღნიშნულ კანონს.