თურქეთის NATO-ს წევრობა კითხვის ქვეშ არ დგას - ამის შესახებ განცხადება NATO-ს სპიკერმა ალიანსის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO თურქეთთან თანამშრომლობაზე იმედს ამყარებს და თურქეთს შეუძლია, NATO-ს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
ალიანსის სპიკერის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„თურქეთი NATO-ს ღირსეული მოკავშირეა, რომელსაც მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს ალიანსის ერთობლივ ძალისხმევაში. იგი სრულად იღებს მონაწილეობას კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დღეს, როცა უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. თურქეთის NATO-ს წევრობა კითხვის ქვეშ არ დგას. ალიანსი ერთგულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი და დაფუძნებულია დემოკრატიის, ინდივიდის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპზე. NATO თურქეთთან თანამშრომლობაზე იმედს ამყარებს და თურქეთს შეუძლია, NATO-ს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
NATO_ს გენერალური მდივანი გადატრიალების მცდლობის ღამეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს ესაუბრა, მკაცრად დაგმო გადატრიალების მცდელობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას. მან მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის არჩეული მთავრობისადმი და პატივისცემა გამოხატა თურქი ხალხის სიმამაცის მიმართ. მან მწუხარება გამოთქვა გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპულთა გამო"