1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება 29 აგვისტოს, შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტით დასრულდა. მის არსებობას მუდმივი სირთულეები დაებედა...
მაშინ, იურიუდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. მახსოვს, სიხარულით შევისწავლე ჩვენი ახლადშექმნილი კონსტიტუცია, მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს კი ჩემი მეცნიერული კვლევის ძირითადი ნაწილი ეთმობა. ჩემი პროფესია თან გასდევს ჩვენი კონსტიტუციის ევოლუციას.
მალე, 24 აგვისტოს, მისი არსებობის 21-ე წელი სრულდება. მაგონდება ყველა ის სასარგებლო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სრულიად ზედმეტი, სამარცხვინო, მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პირის სურვილებით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, რომელმაც კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციას სრულიად რახიტული ფორმა მისცა. არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყოფილი პრეზიდენტის ვნებებით გაჟღენთილი 49-ეს მეორე თუ პოლიტიკური სიბეცით გაჯერებული, სრულიად სამარცხვინო 104 -ე კვარტა მუხლი. თუმცა, ძველის გახსენება რაღა საჭიროა. დღეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, კონსტიტუციის „გამოსასწორებლად“ უკლებლივ ყველა პარტია დარაზმულა. ზოგიერთი „ქართველობას“ იცავს... სხვები კი კონსტიტუციის მეშვეობით, ნატოსა და ევროკავშირისაგან „გვიცავენ“. ყველაზე „ჭკვიანები“ კი, რუსეთუმეების წინააღმდეგ გულგრილი ვერ რჩებიან და კონსტიტუციით უნდათ, რომ დაადასტურონ ჩვენი ურყევი ევროპელობა.
მე ვფიქრობ, ყველას, საერო თუ სასულიერო, პოლიტიკურ, სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორს კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ სჭირდება იმის განმტკიცება, რასაც იგი უკვე მოიცავს! ყველა კონსტიტუცია, როგორც წესი, მაღალი აბსტრაქტულობის ხარისხით გამოირჩევა და მასში შეუძლებელია აისახოს ყველაფერი ის, რომელი მოწვევის პარლამენტი რასაც გაიფიქრებს. საერთაშორისო ორგანიზაციები, იქმნებიან და იშლებიან, საერთაშორისო ურთიერთობები კი, ძალზე ცვალებადია. მათ ვერ მოვარგებთ ყოველ ჯერზე ჩვენს კონსტიტუციას! ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ღირსება, რომელიც უკვე გამოხატულია ჩვენს კონსტიტუციაში.
ყველას გასაგონად მინდა ხმამაღლა ვთქვა, ბოროტად ნუ იყენებთ და ნუ სპეკულირებთ კონსტიტუციით.
კმარა, ნუ ძალადობთ კონსტიტუციაზე!
ნუ ძალადობთ კონსტიტუციაზე!
/
13 აგვისტო 2016
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
თებერვალი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი II - პირველი ტომი
13
თებერვალი
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I - შესავალი
02
აგვისტო
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
მეტი
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^