Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ACT: მოსახლეობის 43% მომავალში „Yandex Taxi-ის" მომსახურებით ისარგებლებდა

13 სექტემბერი 2016

მოსახლეობის 43% მომავალში ისარგებლებდა „Yandex Taxi-ის" მომსახურებით, - ამის შესახებ ნათქვამია ACT- ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის კვლევაში, რომელიც კომპანია „Yandex Taxi-ის" ცნობადობისა და სერვისით სარგებლობის სიხშირეს ეხებოდა.

მათი თქმით, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას (73%) სმენია „Yandex Taxi-ის" შესახებ, ხოლო 12%-ს უსარგებლია კიდეც მათი სერვისით.

ონლაინკვლევა კომპანია „ეი-სი-თიმ” ჩაატარა 2016 წლის სექტემბერში. შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა თბილისის 404 ზრდასრული მცხოვრები. ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

ეი-სი-თი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი წარმოადგენს კვლევებისა და კონსულტაციის გლობალურ კომპანიას, რომელიც მოიცავს დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი" ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „იანდექსის” ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^