Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი სესიაშვილის განცხადება

22 ივნისი 2012

 

 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი სესიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

„მინდა გავაკეთო განცხადება ჩემს წინააღმდეგ შსს-ს მიერ აგორებული ბინძური პიარკამპანიასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საქმესთან მიმართებაში მე არანაირი კავშირი არ მაქვს. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, რაც უსუსურს და უსაფუძვლოს ხდის ამ შეთითხნილ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს.

საგამოძიებო ორგანოები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რამდენადაც ოპერატიულმა მუშაკმა, ლაშა კურტანიძემ (რომელსაც მე საერთოდ არ ვიცნობ), რომელიც აიძულეს ჩემი მეგობრის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა, გამოიჩინა სიმამაცე და დაწერა წერილი, სადაც ის საუბრობს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და იძულების შესახებ ჩემი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოგონილ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის შესახებ. შესაბამისად, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი მისი ჩვენებით, არის უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე, მეტიც, მიღებულია წამების შედეგად.

პროვოკაციის მსხვერპლია  ჩემი მეგობარი ზაზა ჭელიძე, რომელიც დღესდღეობით დაკავებულია და აშკარაა, რომ აიძულებენ  ჩემს წინააღმდეგ შსს-სთვის სასურველი ჩვენების მიცემას. მას, სავარაუდოდ, დაემუქრნენ და აიძულეს უარი ეთქვა ადვოკატზე და საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მიეცა ისეთი ჩვენება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მიზეზი გასაგებია: შსს-ს მიერ შეთითხნილი საქმე ადვილად გამოაშკარავდა, მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება და იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში. ერთადერთი ხელმოსაკიდი, რაც გამოძიებას დარჩა, ეს არის ზაზას ტყვეობა და მისი იძულება მიაცემინონ მათთვის სასურველი ჩვენება.

საქმეში ჩაერთო ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც 21 ივნისს მივიდა ციხეში, თუმცა ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო პატიმრის ნახვა ვერ შეძლოდაწესებულების ადმინისტრაციამ ჯერ მოიმიზეზა ტექნიკური პრობლემები ადვოკატის შესვლასთან დაკავშირებით, შემდეგ კი მას გადასცეს ზაზასუარიშეხვედრაზე.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ არანაირი საფუძველი აწარმოონ რაიმე სახის სამართლებრივი დევნა ზაზა ჭელიძის წინააღმდეგ.

აშკარაა, რომ ზაზა ჭელიძეზე ზეწოლა ერთადერთი მიზნით ხორციელდება, რათა საგამოძიებო ორგანოებმა მისგან მიიღონ ჩვენება ჩემი დაქართული ოცნებისწინააღმდეგ. ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობა, რაშიც ხელისუფლება შსს- ბოროტად იყენებს. პრევენციულად ვაცხადებ, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ მოპოვებული ნებისმიერი ჩვენება არის ზაზა ჭელიძეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი და საგამოძიებო ორგანოების მიერ საკუთარი უკანონო ქმედებების დაფარვის მცდელობა,“- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 17 ივნისს პოლიციელის მოსყიდვის ბრალდებით კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ზაზა ჭელიძე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით ზაზა ჭელიძემ კასპის რაიონის იგოეთის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომელს, ლაშა კურტანიძეს პოლიციელების ფარული ჩაწერა დაავალა, ზაზა ჭელიძის თქმით, კურტანიძისგან მიღებული ფარული ჩანაწერი თავის მეგობარს, ირაკლი სესიაშვილს აჩვენა, რის შემდეგაც, ჭელიძის ჩვენების მიხედვით, სესიაშვილმა კონვერტი გადასცა სადაც 3000 დოლარი იდო.

პოლიციის მოსყიდვის ფაქტზე ლაშა ჭელიძე დაკავებულია. ლაშა კურტანიძეს პოლიცია ეძებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^