განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს ხვდება. მინისტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს.
საგნობრივი გამოცდა სავალდებულო აქტივობა იქნება, თუმცა მოიხსნება ე.წ. ბარიერი.
მინისტრის განცხადებაში მთავარი სიახლე არის ის, რომ საგნობრივ გამოცდაზე ბარიერი მოიხსნება. ვთქვათ, პედაგოგმა აიღო 20 ქულა, ის ამის შეაბამის კრედიტქულას მოაგროვებს.
ბარიერი მოეხსნება პროფესიულ გამოცდასაც.
მოქმედი სქემით, პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც გამოცდას 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებდა (ამ ხნის განმავლობაში კი გამოცდაზე გასვლა 6-ჯერ შეეძლო), სკოლას ტოვებდა, მის ადგილას კი ცხადდებოდა ვაკანსია. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ეს ჩანაწერიც გაუქმდება და მასწავლებლებს მუდმივად შეეძლებათ გამოცდაზე გასვლა, მისი გაშვება-დატოვება კი დირექტორის პრეროგატივა იქნება.
ეს სიახლეები წელს, უკვე ზამთრის გამოცდიდან დაინერგება.