თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ჩრდილო სირიაში ოთხშაბათს 26 საჰაერო შეტევა განახოეციელა, რის შედეგადაც დაიღუპა160-დან 200-მდე ქურთი ამბოხებული. ამის შესახებ განცხადებას თურქეთის არმიის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის არმიის ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად, შეტევის შედეგად განადგურებულია 9 შენობა და ჯავშანმანქანები, რომლებიც ქურთ ამბოხებულებს ეკუთვნოდათ.