Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალავერდის მონასტერი საფრთხეშია

20 ივლისი 2012

 

ამჟამად ალავერდის სამონატრო კომპლექსის ეზო ტალახითაა დაფარული. ტალახი  ეზოში მდინარემ შემოიტანა, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად ადიდდა, ტაძარსა და მდინარეს შორის აშენებულ გალავანზე გადავიდა და ეზოში შევარდა.

 

კომპლექსის ბერ-მონაზონი იოსები ამბობს, რომ მოსალოდნელი ცუდი ამინდების ფონზე, შესაძლოა, სტიქია ისევ განმეორდეს.

19 ივლისს, ტაძრის ეზოსთან ჩამდინარე ხოდაშენისხევი ადდიდა, გალავნის კედელზე გადავიდა და ტაძრის ეზო დატბორა. იოსების თქმით, მდინარის ნაკადი, შარშანდელთან შედარებით,  ბევრად ძლიერი იყო.

სტიქია ალავერდის სამონატრო კომპლექსს შარშანაც შეეხო, როცა მდინარე ადიდდა და ეზოში შევარდა. ზარალი მიადგა სამონატრო მეურნეობასაც, კერძოდ, ეზოში მდგარ სკას და ღვინის მარანს.

„მდინარის კალაპოტსა და ტაძრის ეზოს გალავანი ჰყოფს. ადიდებული მდინარე გალავანზე გადმოვიდა და ტაძრის ეზოში შევარდა", - იხსენებს ალავერდის ბერ-მონაზონი იოსები გუშინდელ შემთხვევას.

წყალი ტაძრის შიგნით არ შესულა. იოსები ამბობს, რომ ტენიანობის აწევის გამო, ტაძრის ფრესკები ზიანდება.

სასულიერო პირების და სპეციალისტების დაკვირვებით, მდინარე ხოდაშენისხევი კალაპოტიდან ყოველ წელს იმიტომ გადადის, რომ უკვე 15 წელია, რაც მდინარის კალაპოტი არ გაწმენდილა.

„თუ კალაპოტი არ გაიწმინდა, ცუდი ამინდის მოლოდინში, ისევ ველით მდინარის კალაპოტიდან გადასვლას", - ამბობს იოსები.

სტიქიის ზუსტი მიზეზის დასადგენად ადგილზე ამჟამად სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია იმყოფება. მათ მდინარის კალაპოტი უნდა დაათვალიერონ, კვლევის ზუსტი მიზეზები კი 8 დღეში გახდება ცნობილი.

კომისია რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს იმის აღსაწერად, თუ რა ქმედებებია აუცილებელი მომავალში სტიქიის თავიდან ასაცილებლად.

რეზო გეთიაშვილი სტიქიის მიზეზად ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფს: მდინარის სათავესთან ტყეები იჩეხებოდა და მდინარის კალაპოტი არ იწმინდებოდა. ყოველ გაზაფხულზე, როცა მდინარე დიდდება, მას ნატანი ქვა-ღორღი ჩამოაქვს, რომელიც მდინარის კალაპოტს სულ უფრო და უფრო ავსებს. გავსებული კალაპოტის ფონზე, მდინარე ბევრად მაღლაა და ადიდების დროს, ტაძრის გალავანს გადადის.

კომისია ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დასახმარებლად 2011 წელს შეიქმნა.  მასში გარემოს ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. კომისიის მიზანია, სტიქიის ზუსტი მიზეზები გაარკვიოს და სამომავლო მოქმედების გეგმები რეკომენდაციები შეიმუშავოს, რათა კომპლექსი მომავალ წელსაც, მდინარის მორიგი ადიდების დროს, არ დაზიანდეს.

„პრობლემა რომ აღიკვეთოს, აქამდე არსებული პრაქტიკა უნდა მოიშალოს, როცა ცალკეული უწყება პრევენციული სამუშაოების შესასრულებლად, სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა და გამოყოფილი სახსრებით მხოლოდ ფრაგმენტული სამუშაოები სრულდებოდა, რაც შედეგს არ იძლეოდა", - ამბობს რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი.

მდინარის კალაპოტის გასაწმენდად, თანხები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გამოყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^