Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები, როგორც რეგიონალური თანამშრომლობის ნიმუში

14 ნოემბერი 2016

აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები არ არის მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვესთან დაკავშირებული. თუშეიძლებაასეითქვას, ეს არის „საერთო ბედი“. ორივე სახელმწიფო წლების განმავლობაში ერთი და იმავე მუქარის, ოკუპაციის ქვეშ იიყო მოქცეული, ორივე სახელმწიფო ერთი და იმავე იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ისინი ახლო წარსულში ერთი და იმავე პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემის ნაწილი იყვნენ. მსგავსი პროცესებით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს დამოუკიდელობისთვის ბრძოლასთან ერთად ჰქონდათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ორივე ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის ქვეშაა. მაგრამ, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, აზერბაიჯანი და საქართველო არ არის ცნობილი, როგორც დაძაბულობისკენ მიდრეკილი ქვეყანა. პირიქით, სურს ითანამშრომლოს და წვლილი შეიტანოს რეგიონალურ, საერთაშორისო სიმშვიდისთვის ბრძოლაში.

ახლო წარსულში არსებული აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით განხორციელებული პროექტები იმსახურებს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნის ინტერესს, არამედ გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო პროექტებს აქვთ გლობალური მნიშვნელობა, როგორც შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის ყველაზე დასავლური წერტილების დამაკავშირებელ ტრანსნაციონალურ პროექტებს.

თუ გადავხედავთ ურთიერთობების ისტორიას, ადვილად შევამჩნევთ, რომ ჯერ კიდევ 1918 წელს საქართველო და აზერბაიჯანი მეფის რუსეთისგან განშორების შემდეგ ამიერკავკასიის სეიმში ერთად იყვნენ. სეიმის დაშლის შემდგომ პერიოდშიც სხვა ქვეყნებთან შედარებით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მჭირდო იყო.  შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა და საქართველოს ოკუპაციის  შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს დიასპორა ოკუპაციის ამოფხვრის მიმართულებით საერთო კოორდინირებულ საქმიანობას ეწეოდა უცხო ქვეყნებში. საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანსა და საქართველოს ჰქონდათ შესანიშნავი ურთიერთობა.

1991 წელის შემდგომი პერიოდშიც აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები დინამიური, დადებითი ხასიათის იყო. დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომი არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანთან ურთიერთობების თვალსაზრისითაც ზიანის მომტანი იყო. ორმხრივი ურთიერთობები აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის და საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაძლიერდა.

ორ სახელმწოფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა 1992 წლის 18 ნოემბერს. ამის შემდეგ კი, 1993 წლის 3 თებერვალს ქვეყნებს შორის არსებული სხვადასხვა მიმართულების მარეგულირებელი 18 ხელშეკრულება და შეთანხმება გაფორმდა. მათ შორის იყო: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება.

ზოგადად, 1996 წლის 8 მარტს თბილისში გაფორმდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების  შესახებ“ ხელშეკრულება, ასევე, 2004 წლის 4 მარტს აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო დეკლარაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და უზრუნველყოფს სტრატეგიულ თანამშრომლობას. სულ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა 104 დოკუმენტს.

1995 წლის თებერვალში ბაქოში საქართველოს საელჩო, 1996 წლის მარტში კი, თბილისში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. ამის შემდეგ, ბათუმში გაიხსნა აზერბაიჯანის საკონსულო.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ თამანშრომლობასთან დაკავშირებით მთავრობათა შორისი კომისია შეიქმნა, რომლის სხდომები  2004 წლის  11 ივნისს თბილისში, 2005 წლის 18 ივლისს გენჯაში, 2006 წლის 16 აგვისტოს ბათუმში, 2007 წლის 27 სექტემბერს ბაქოში, 2008 წლის 4 დეკემბერს თბილისში, 2010 წლის 23 ივლისს ბაქოში, 2011 წლის 20 დეკემბერს თბილისში გაიმართა.

აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც აქტიურად თანამშრომლობენ. 2008 წლის 14 მარტს გაეროს მთავარ სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ და საქართველომ აღნიშნულის სასარგებლოდ მისცა ხმა.  2009 წლის 9 სექტემბერს კი,  გაეროს გენერალური ასამბლეაში საქართველოს მიერ ინიციერბული რეზოლუციის „საქართველოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ“  მხარდამჭერი იყო აზერბაიჯანი. 2010 წლის 7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეაში  „საქართველოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ“ რეზოლუციის მიღების დროს, აზერბაიჯანმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.

ორმხრივი ურთიერთობებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 1996 წლის 8 მარტით დათარიღებული ოფიციალური ვიზიტი თბილისში და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის 18 თებერვლით დათარიღებული ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

ორი ქვეყანა თანამშრომლობს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ ფორმატში, ასევე სუამ-ის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სხვა სტრუქტურების ფარგლებში. ამ ფორმატით გაფორმებულ „ტრაპიზონის შეთანხმებაში“ ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ესენია: ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო - თბილისი - ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზა, TAP-ის, TANAP-ის პროექტები.

ცხრილი 1. აზერბაიჯანი -საქართველო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 1000 აშშ დოლარით:

ქვეყნები

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

საქართველო

406 750,5

542 202,8

454 891,4

461 382,1

624 810,2

700 660,2

650 466,3

623 437,9

433 947,2

ამ ცხრილში 2012 წლამდე ზრდა, ხოლო 2013 წლის შემდეგ გარკვეული ვარდნაა ასახული. ამის ერთერთი მიზეზი გლობალურ ეკონომიკაში მომხდარი კრიზისები და მათი რეგიონალური გავლენაა. აგრეთვე ნავთობის ფასის ვარდნის ასახვა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე.

აზერბაიჯანში 50-მდე დაწესებულებაა, რომელიც ქართული კაპიტალით საქმიანობს. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით აზერბაიჯანს უკავია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში და ამჟამად უდიდესი კაპიტალი აქვს დაბანდებული ამ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი სოციალური პროექტების მხარდამჭერია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ეთნიკური სეპარატიზმის მიმართ მგრძნობიარე რეგიონში, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები ორ ქვეყანას შორის გადებული ხიდის როლს ასრულებენ.

2003 წელს, საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ, ურთიერთობების რამოდენიმე მიმართულება შეიცვალა, მაგრამ არ შესუსტებულა. პირიქით, გადაიდგა ნაბიჯები ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაუმჯობესების მიზნით. ასე მაგალითად, 2004 წლის 4-5 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს: „აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია“, „შეთანხმება განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო თანამშრომლობის სფეროში“.  ამის შემდეგ კი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  ვიზიტის დროს საქართველოში, მსჯელობა გაიმართა ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუმჯობესებასა და სატრანსპორტო გადაზიდვების ტარიფებზე.

არც შემდგომ წლებში შეწყვეტილა ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა. ბოლო მაღალი რანგის, ოფიციალური ვიზიტი შედგა 2016 წლის 31 მარტს, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს და სხვა ოფიციალურ პირებს.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ მრავალმხრივია, მას ახასიათებს სტრატეგიულობა და დადებითი დინამიკა.  ქვეყნები   სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე (კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე)  მხარს უჭერენ ერთმანეთს. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ამ ორ ქვეყნისთვის, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე (პირობითად პეკინიდან ლონდონამდე) მთელი რიგი ქვეყნებისთვის. საქართველო და აზერბაიჯანი თავიანთი ურთიერთობების დინამიკის დაცვით დაეხმარებიან რეგიონალურ სიმშვედესა და თანამშრომლობას, ასევე განხორციელდება ახალი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

ავტორები: 

არაზ ასლანლი, აბილხან ისაევი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^