Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"უფლებადამცველთა გაერთიანება" საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს

28 აგვისტო 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა გაერთიანება” საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა გაერთიანება” საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. ორგანიზაციის თავჯდომარის, ნიოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დადებას ხელისუფლება ძალადობრივად ახორციელებს. კონკრეტული თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლების სანაცვლოდ კი ბრალდებულს თავის მართლებისა და სამართლიანობის მიღწევის საშუალება ერთმევა. 

,, სისხლის სამართლის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ დაინერგა. 2003-2012 წლამდე ათასობით ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა ძალადობით” - განაცხადა მჟავანაძემ.

მჟავანაძემ საპროცესო გარიგებების მასობრივი გამოყენება სასამართლოს ფუნქციის დაკარგვასა და დეგრადირებას დაუკავშირა. ,,ამ ინსტიტუტმა უგულვებელყო საქართველოში სამართალი. სასამართლოში საქმეების განხილვა აღარ მიმდინარეობს - პროცესზე მხოლოდ და მხოლოდ დამტკიცება მიდის, ადვოკატებიც აღარაფერს წარმოადგენენ -  მაკლერებად იქცნენ. მტკიცებულებებს აღარ აგროვებენ და მათი ფუნქცია ვაჭრობა გახდა - თუ კონკრეტულად რა თანხის სანაცვლოდ მოიპოვებს თავისუფლებას მისი კლიენტი” - განაცხადა მან.

ორგანიზაციამ მაგალითად სხვა ქვეყნების გამოცდილება მოიყვანა, სადაც საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად გამოიყენება და არა სისხლის სამართლის საქმეებში.

,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ”  საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმება და წინა წლებში დადებული საპროცესო გარიგებების გადახედვა და მსხვერპლთა რეაბილიტაცია მოითხოვა. ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა ეს ინიციატივა ერთ-ერთ პუნქტად შეეტანათ თავიანთ საარჩევნო პროგრამაში.  ,,ეს პოლიტიკოსებმაც იციან და ეთანხმებიან ამ ინიციატივას, თუმცა მაინც თავს იკავებენ, რადგან გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული - უამრავ ადამიანს უსამართლოდ გადაახდევინეს დიდი თანხა და მათი რეაბილიტაცია ცხადია დიდი ტვირთი იქნება სახელმწიფოსთვის” - განაცხადა მჟავანაძემ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში სისხლის სამართლის საქმეთა 80% საპროცესო შეთანხმებით სრულდება. ქვეყანაში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, როგორიცაა ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, ხაზს  ხშირად უსვამენ სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენის პროცენტულ სიმცირესა და საპროცესო შეთანხმებების უპრეცედენტო რაოდენობას, რაც მათი ახსნით მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლება სუსტია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^