რადიო "ნაცნობის" ეთერში კორკოტას ერთ-ერთი დილა ქუთაისურ ტუალეტზე ხუმრობით დაიწყო. ტუალეტის კარზე წერია თურმე: "მოშარდვა - 50თ. ვარესი - 80თ". სულ რამდენიმე თვეში ამ ტუალეტს, შესაძლებელია, კლიენტი აღარ ჰყავდეს. 20 აპრილამდე ოთხიდან ორი ნავთობკომპანია - "ლუკოილი" და "ვისოლი" ქუთაისში ახალ ტუალეტებს ააშენებს, რომელიც მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება. უფასო იქნება "მოშარდვაც და ვარესიც", ხელის საპნით დაბანაც; თანაც ტუალეტებს ცალ-ცალკე შესასვლელი ექნება - მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. მემორანდუმის თანახმად, სანიტარული კვანძების მინიმალური ზომა 16 კვ.მ. უნდა იყოს. ფერზე შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ტუალეტების ფერები ბრენდების ფერების შესაბამისი იყოს. ერთი ტუალეტის მშენებლობა ამ კომპანიებს საშუალოდ 4000 ლარზე ძვირი არ უნდა დაუჯდეთ.

მემორანდუმი გასული წლის ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. ამის შემდეგ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით შეისწავლა ცენტრალურ მაგისტრალებზე ტუალეტების მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ტუალეტები თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურთანაა, თუმცა აზიური ტიპის საპირფარეშოების უმრავლესობა ისეთი ბინძურია, რომ ტურისტებს იქ შესვლას მომდევნო კვანძამდე მოთმენა, ან სულაც შინ - ევროპაში დაბრუნება ერჩიათ.
"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტუროპერატორებთან და მათ იციან, რა აწუხებთ მომხმარებლებს. ასევე ვატარებთ კვლევებს უცხოელ ვიზიტორებზე. ტუალეტების მდგომარეობა ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა", - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. სწორედ ამ სახელმწიფო უწყებაში გაჩნდა საქართველოს ავტომაგისტრალებზე ახალი "ევროპული სტანდარტების" შესაბამისი ტუალეტების მშენებლობის იდეა.
იმის გათვალისწინებით, თუ რის ნახვა აინტერესებთ ძირითადად უცხოელებს საქართველოში, ტუალეტებისთვის პრიორიტეტული წერტილები დადგინდა. მათ შორის არის სიღნაღი, დმანისი - ტურისტების არქეოლოგიური გათხრებით დაინტერესების გამო, ბორჯომი, ამბროლაური და ა.შ. - ძირითადად დასავლეთის ავტომაგისტრალი და გზა კახეთის მიმართულებით. შერჩევისას პრიორიტეტული ის ბენზინგასამართი სადგურები იყო, რომელთაც უკვე აქვთ გარკვეული ინფრასტრუქტურა მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. იგულისხმება, რომ ტუალეტის გარდა მგზავრებს მაღაზია და კაფეც მოემსახურება.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ჯაყელის თქმით, ახალ ტუალეტებში ყველა ის ატრიბუტი იქნება, რომელიც ტურისტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და გაზაფხულზე, როცა კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებული უცხოელების ვიზიტის სეზონი დაიწყება, ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იქნება.
ტურიზმის დეპარტამენტმა კი ამ პროექტის დასრულებამდე უკვე ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. გარდა გზებისა, მნიშვნელოვანია საპირფარეშოების მშენებლობა კულტურულ ძეგლებთან, ისეთ ადგილებში, რომლებსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. "ვმუშაობთ სქემაზე, როგორ უნდა მოხდეს მისი ადმინისტრირება და ვინ უნდა გააკეთოს ეს. მალე ამასაც მივცემთ მსვლელობას", - აცხადებს ბექა ჯაყელი.
კულტურულ ძეგლებთან აშენებული ტუალეტების ადმინისტრირებით ბიზნესმენი იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუკი ფინანსური დაინტერესება ექნება. შესაბამისად, ეს ტუალეტები ფასიანი იქნება. რადგან სახელმწიფო სამუშაო ადგილების შექმნითაა დაინტერესებული, შესაბამისად, ეს პროექტი სახელმწიფოსა და ბიზნესმენის ერთობლივი თანამშრომლობით გაკეთდება, თუმცა შემდგომ ადმინისტრირებას უკვე ბიზნესი განახორციელებს.
ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, შესაძლებელია, ტუალეტების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანიც კი გახდეს საქართველოში. მანამდე კი, კეთილი ნებით 14 უფასო ტუალეტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე დასრულდება.