Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: გელათის ტაძარში წყალი აღარ ჩადის

14 დეკემბერი 2016

ამჟამად, გელათის ტაძარში წყალი აღარ ჩადის, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გადაუღებელი წვიმის შემდეგ, 11 დეკემბრის ღამეს, გელათის ტაძრის მკლავების გადახურვიდან, რომელიც საბჭოთადროინდელი და მოძველებულია, წყალმა გაჟონა.

როგორც სააგენტოში აცხდებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორებმა მეორე დღესვე დაიწყეს და ორ დღეში დაასრულეს.

„კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ, 13 დეკემბერს, საღამოს ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. წლების განმავლობაში მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომპლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია პროექტით მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე გაგრძელდება, მანამდე კი სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-მა და მისმა მრჩეველმა ორგანიზაციებმა მაღალი შეფასება მისცეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გელათში წყლის ჩასვლის შედეგად ფრესკები დაზიანდა, სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანად აფასებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^