თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობა 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად პრემიუმ კლასის სასტუმროდ გადაკეთდება.
დღეს კომპანიამ Hilton Hotels & Resorts ოფიციალურად გააფორმა მმართველობის ხელშეკრულება კონპანიასთან „გრანატი“ და დაანონსა სასტუმროს ახალი ფილიალის გახსნა თბილისში. სასტუმრო სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც ჰილტონის დიზაინის ნაწილი გახდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება.