აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა. პროგრამა თბილისში მცხოვრებ აუტიზმის სპექტრის მოქნე ბავშვთა რეაბილიტაციას აფინანსებს. მერიის ინფორმაციით, 2016 წელს პროგრამის ფარგლებში მომსახურება 572 ბავშვმა მიიღო.
2016 წლეს პროგრამის ბიუჯეტი 1838900 მლნ ლარი იყო. 2017 წელს პროგრამისთვის ორი მილიონი ლარი გამოიყო.
ქ. თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ბავშვთა ჩასმისას ქ. თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-129 დადგენილებით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არიან თბილისში რეგისტრირებული. ანუ ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის ივლისის შემდეგ დარეგისტრირდნენ, პროგრამით ვერ ისარგებლებენ.
კითხვაზე გადაიხედება თუ არა პროგრამით სარგებლობის წესი და მიეცემათ თუ არა 2015 წლის 1 ივლისის შემდგომ თბილისში რეგისტრირებულ ბავშვებს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მერიაში გვიპასუხეს, რომ წესზე საკრებულო მუშაობს და ამ კითხვაზე პასუხი მომავალ წელს ექნებათ.