Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგარეჯო - “ჯღანა” და “ვინიპუჰა”

28 სექტემბერი 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც 2005 წლის ცნობილი გამოსვლების დროს აქტიურობდნენ, დღეისათვის საგარეჯოსა და ახმეტის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში საქმიანობდნენ.

26 ივლისს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში - „ნაციონალების კანონიერი ქურდები“, კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული "ვინიპუხას", იგივე კობა ნარიმანაშვილის მმართველი პარტიის საარჩევნო ბილბორდზე გამოსახვის და ამავე ბრალდებით გასამართლებული კიდევ ერთი სპორტსმენის - გიორგი რევაზიშვილის, მეტსახელად "ჯღანას" ნაციონალების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებაა საუბარი.

„ჯღანა საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბთან მაშინ ჩავწერეთ, როცა ქართული ოცნების ლიდერი მხარდამჭერებთან ერთად ცენტრალურ მოედანზე აქციას მართავდა“ - ამბობს ჟურნალისტი, რასაც გიორგი რევაზიშვილის კომენტარი მოსდევს - „ერთი იცოდე, არც ნაციონალებში ვარ, არც “ოცნებაში”, ვინმეს თუ უნახავს ჩემი კადრები, რომ ან შტაბში შევედი, ან ვინმესთან მივედი და რამე ვუთხარი, ერთი კაცი მომიყვანე, ერთი კაცი. მე პირადად არ ვარ პოლიტიკაში“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც 2005 წლის ცნობილი გამოსვლების დროს აქტიურობდნენ, დღეისათვის საგარეჯოსა და ახმეტის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში საქმიანობდნენ.

„ეს ინფორმაცია თვალნათელი გახდა და აბსოლუტურად დადასტურდა მას შემდეგ, რაც  ერთ-ერთი მათგანი, ე.წ. „ვინიპუხა“ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გია ჩალათაშვილის პლაკატზე გამოჩნდა. ვინც ასეთ საკითხებში ოდნავ მაინც ერკვევა, იცის, რომ წინასაარჩევნო პლაკატზე შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებიან. სარეკლამო მასალის დასამზადებლად, როგორც წესი, სპეციალურად იღებენ სურათებს“ - აღნიშნა ხიდაშელმა.  

თინა ხიდაშელის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატზე კობა ნარიმანაშვილის გამოჩენა შემთხვევითი არ არის და ადამიანების დაშინებასა და შანტაჟს ემსახურება - „ ვინიპუხასაგან განსხვავებით, ჯღანა  პლაკატზე არ არის გამოსახული, ამიტომ მას შეუძლია უარყოს მმართველ გუნდთან კავშირი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის მტკიცებულება, რაც არსებობს და რაზეც  აქ მოსახლეობა საუბრობს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გიორგი რევაზიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირში დარწმუნებულები ვიყოთ“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გია ჩალათაშვილი პოლიტიკური ოპონენტის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, კობა ნარიამანაშვილი მათ შტაბში არ მუშაობს და  პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს -„ეს იყო ატმის მოსავლის კრეფისას ბუნებრივად გადაღებული ფოტო, მანდ სხვა ადამიანებიც არიან გამოსახული; რაც შეეხება კობა ნარიმანიშვილს, 2002 წელს ამ ადამიანს ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება, ამის გამო მან სასჯელი მოიხადა. პოლიციიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული ნებისმიერს რომ  ჰკითხოთ, ვერავინ გეტყვით, რომ ამ ადამიანს რამე საერთო აქვს კრიმინალებთან“.

2004-2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი იხსენებს - „მახსოვს მოჭიდავეები იყვნენ და საკმაო გავლენები ჰქონდათ, მათ დაკავებასთან დაკავშირებით როგორც სახალხო დამცველს, საქმე არ შემისწავლია. ხელისუფლება ხშირად გვახსენებდა, რომ ეს ადამიანები კრიმინალები არიან, რომელთა არსებობას და პარპაშს საქართველოში არ დაუშვებენ, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო კრიმინალური ავტორიტეტების სამართავად იქცეს. ციხეში რევაზიშვილი რამდენჯერმე მყავს ნანახი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებდა და არც დადებითს“.

გია ჩალათაშვილის ამბობს, რომ კობა ნარიმანაშვილს და გიორგი რევაზიშვილს იცნობს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათი კავშირი აბსურდულია - „რადგან ხიდაშელს თავად დაუშვა შეცდომა და ჩემი ძმის მკვლელობის ორგანიზატორს - კახეთის ყოფილი მხედრიონის უფროსს გია შიოშვილსა და უშუალოდ მკვლელს - ოთარ ოთიაშვის, ე.წ. „მაჭახელას“ დაუკავშირდა, უნდოდა ეს თემა რაღაცით გადაეფარა.  მე და ქალბატონი თინა შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები პიროვნულ დაძაბულობაში არ უნდა გადაზრდილიყო, თუმცა მან ეს პირობა დაარღვია. მაქსიმალურად ვეცდები კორექტულობის შენარჩუნებას, იმავეს მოვუწოდებ მასაც“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^