Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყრილობა

28 სექტემბერი 2012

რეპორტაჟი “დინამო არენადან”

ყრილობა 6 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ხალხმა შეკრების ადგილზე, დინამოს სტადიონთან, მისვლა ოთხი საათიდან დაიწყო. “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოქალაქეეების უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრიანი მაისური ეცვა და ხელში ხუთჯვრიანი დროშა ეჭირა.

მხარდამჭერები მთელი საქართველოდან იყვნენ მობილიზებულნი. მათი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მიმდებარე ქუჩებზე განლაგდნენ. სტადიონზე შემსვლელ მოქალაქეებს ხელში ფეხბურთის ბილეთის მსგავსი საშვები ეჭირათ, სადაც მათთვის გამოყოფილი სექტორი, იარუსი, და ადგილი იყო მითითებული. ცალკე შესასვლელი იყო გამოყოფილი პრესისთვის.

მოედანი ნელ-ნელა ივსებოდა. ბალახის საფარი პლასტმასის თხელი ფენით იყო დაფარული, და წითელი ხალიჩების მეშვეობით მთელ მოედანზე საქართველოს დროსა იყო გამოსახული. მინდორზე სამი ათასი სკამი იყო განლაგებული. გამომსვლეთათვის აღმართული იყო სპეციალური ტრიბუნა. საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი მომღერლებისა და ორკეტსრისთვის. მონიტორზე ნაციონალური მოზრაობის სარეკლამო კლიპები და მუსიკალური რგოლები ტრიალებდა. ისმოდა პატრიოტული სიმღერები, ერთმანეთს ცვლიდა სოფო ნიჟარაძის, ნიაზ დიასამის, შარლ აზნავურის სიმღერები…

“დასაქმება, ჯანდაცვა ყველას, ძლიერი სოფელი, ასლარიანი ვაუჩერი” ”მე მიყვარს საქართველო” ”მეტი სარგებელი ხალხს” ეწერა ბანერებზე.

ყრილობა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გახსნა. ის შეკრებილ ხალხს მიესალმა და მათ “საქართველოს საუკეთესო ნაწილი” უწოდა. ამის შემდეგ ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიორგი ბარამიძე, გიგი უგულავა და სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაზე და ვანო მერაბიშვილი.

ყველაზე დიდი ივაციები სწორედ ამ უკანასკნელის გამოსვლას მოჰყვა. ვანო, ვანო, - სკანდირებდა ხალხი.

პრემიერ მინისტრმა შეკრებილ მხარდამჭერებს მოკლე სიტყვით მიმართა. მას სიტყვა აპლოდისმენტებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. “მე გპირდებით…”, “მე გარანტიას გაძლევთ”…, “მე შევძლებ…” პრემიერის სიტყვაში ნაცვალასახელი “მე” ნიშანდობლივად ბევრჯერ მეორდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიდრე სიტყვას დაიწყებდა, თავის აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი მიტინგი არასდროს უნახავს.

გამომსვლელთა მთავარი მესიჯები ერთმანეთის იდენტური იყო. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საუბრობდნენ წარსულის სიბნელეზე, ნათელ მომავალზე, დაგებულ გზებზე, ანთებულ ელექტრონათურებზე, დამარცხებულ კორუფციასა და კრიმინალზე…

ციხეში პატიმრების წამების ამსახველი კადრების შესახებ თითოულმა გამოსვლელმა განაცხადა, რომ “შეცდომა ყველას მოსდის, თუმცა ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იყო ადეკვატური.”

“გადადგა ორი მინისტრი, სამსახურიდან გათავისუფლდნენ მაღალი თანამდებობის პირები, დავაპატიმრეთ თანამშრომლები” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისი თქმით, კანონიერ ქურდებს შეუძლიათ, თვითმფრინავის ბილეთები უკან დააბრუნონ, რადგან მატ აქ არავინ ელოდება.

ყრილობა საქართველოს ჰიმნით დასრულდა. დასრულებამდე პრეზიდენტის სიტყვის მიმდინარეობისას, ხალხმა სტადიონის დატოვება დაიწყო, თუმცა ნაწილმა ეს ვერ მოახერხა, რადგან სექტორების შესასვლელებთან მდგარი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები გარეთ არ უშვებდნენ.

ყრილობიდან გამოსული მოქალაქეთა ნაწილი რეგიონებში ბრუნდებოდა,  ისინი ცდილობდნენ ხალხმრავლობაში დაკარგული ნაცნობები ეპოვნათ და ჯგუფებად შეგროვილიყვნენ.

“თელავიდან ვარ, სახლში წასვლა მინდა, და საკუთარი მარშრუტკა ვერ მიპოვნია” - გვითხრა ერთ-ერთმა შუახნის ქალბატონმა, რომელმაც მარშრუტკის მძღოლთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ მოახერხა - სატელეფონო ქსელები შეფერხებით მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებოდა და ვინაობის გამხელა არ სურდა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^