იორდანიის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ - შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ძალაში დღეს შევიდა.
კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო დაემატა. ახალი დადგენილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა დღეის მდგომარეობით 95 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია.