აზოტის ქარხნის შენობა აქციის მონაწილეებს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა. აქციის მონაწილეები ქარხნის შენობაში დღეს შეიჭრნენ და მოქმედ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რუსთავში „აზოტის ქარხნის“ მუშები ცდილობენ, სოლიდარობის ნიშნად შეურთდნენ აქციას, რომელიც ქარხნის შენობის წინ მიმდინარეობს, თუმცა დასაქმებულ მუშებს ქარხნის შენობის ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობას პოლიცია არ აძლევს.
ამ წუთებში რუსთავში რუსთავის აზოტის ქარხანასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დღეს შენობა დაიკავეს. გათავისუფლებული 330-მდე თანამშრომლი სამსახურში აღდგენას მოითხოვს.
"შეგვამცირეს და დაგვამცირეს" - "აზოტის" ქარხნის გარეთ დარჩენილი მუშები
ვიდეო ► რას ითხოვენ "რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციისგან? - აქციები გრძელდება