Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იდრაქ აბასოვის საქმე

24 ოქტომბერი 2012

აზრებაიჯანში თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა და ჟურნალისტების დევნა გრძელდება

9 სექტემბერს შეირაღებული ადამიანების ჯგუფი ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ჟურნალისტს, იდრაქ აბასოვს შინ მიუვარდა. აბასოვი, არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი, ამ ფაქტს საკუთარ პროფესიულ მოღვაწეობას უკავშირებს.

ამ თავდასხმის შემდეგ იდრაქის ოჯახის რამდენიმე წევრის, მათ შორის, მისი მშობლების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
იდრაქ აბასოვი ,,რეპორტიორების თავისუფლების და უსაფრთხოების ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამაარებელია და ადგილობრივ გაზეთ ,,ზერკალოსთანაც” თანამშრომლობს.

აბასოვის ნაამბობის თანახმად, შავ ფორმებში გამოწყობილი შეიარაღებული პირები მისი სახლის ეზოში შეიჭრნენ და მშობლები და ოჯახის სხვა რამდენიმე წევრი ცემეს. ამავე დროს, აბასოვების სახლს ბულდოზერი მოადგა და გალავნის ნგრევა დაიწყო. იდრაქ აბასოვის დიაბეტით დაავადებული მამა ბაქოს კლინიკურ საავადმყოფოში წევს, დედამისი ნიამა და ძმა ადალათი _ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ორივეს თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები.

აბასოვის ორ ძმას, ვაგიფს და რამანს, საავადმყოფოს დაცვამ იმ ექიმის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, რომელიც მათ მშობლებს მკურნალობდა. Aბასოვი ამბობს, რომ ექიმი პაციენტებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. დერეფნის ვიდეოჩანაწერი კი უჩვენებს, რომ კონფლიქტი თვით დაცვის პირებმა წამოიწყეს, რომლებმაც შემდეგ პოლიციას გამოუძახეს და აბასოვის ძმები დააპატიმრებინეს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აბასოვის ბრალდების კომენტირებას თავს არიდებს.

იდრაქ აბასოვის თქმით, თავასხმამდე მას არავინ დამუქრებია, ინციდენტს არც რამე სახის გაფრთხილება უძღვოდა წინ. მუშებმა, რომლებმაც მისი გალავნის ნგრევა დაიწყეს, აბასოვს უთხრეს, რომ მისი სახლი ნავთობკომპანია ,,სოქარის” კუთვნილ მიწაზე დგას და ამიტომ აუცილებლად უნდა დაინგრეს.

,, თუ ეს ასეა”, ამბობს აბასოვი, ,,მაშინ რატომ იდგა სახლი 25 წლის განმავლობაში ხელუხლებლად? დიახ, ჩვენ არ გაგვაჩნია დოკუმენტები, რომლებიც ჩვენს საკუთრებას ადასტურებს, მაგრამ ოჯახის წინასწარ გაფრთხილება მაინც ხომ შეეძლოთ.” მისივე განმარტებით, აბასოვების სხვა მეზობლებს მსგავსი ,,ვიზიტით” არავინ სწვევია.

აბასოვი ამბობს, რომ ამ ინციდენტის მომდევნო დღიდან მის მანქანას მდევარი დაჰყვება და გადაადილებას თვალს ადევნებს, სამი დღის შემდეგ კი იგი პოლიციაში დაიბარეს და უთხრეს, რომ მისი დაკავებული ძმების მიმართ საავადმყოფოს დაცვისაგან პოლიციაში განაცხადი შევიდა. როცა ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” პოლიციას დაუკავშირდა, მათ საჩივრის შემტანი პირი ვერ დაასახელეს. საჩივარში მოხსენიებული ექიმი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ აბასოვის ძმები აგრესიულად იქცეოდნენ, ინსტიტუტის წარმომადგენელმა საავადმყოფოში მომუშავე ექიმების ჩამონათვალში ვერც კი იპოვა.

აბასოვის ოჯახზე თავდასხმას საბაბად მათი კუთვნილი მიწის სადავოობა გასდევს, რომელზეც პრეტენზიას ნავთობკომპანია ,,სოქარი” აცხადებს. მეჰმან ალიევი, სააგენტო ,,თურან ნიუზის” დირექტორი და ნავთობის ინდუსტრიის ექსპერტი ამბობს, რომ ბინეგადის რაიონი, რომელშიც აბასოვის სოფელი მდებარეობს, ნავთობრეზერვების სანაპირო ზოლს ემეზობლება, ეს ტერიტორია ,,სოქარისა” და ,,გლობალ ენერჯი აზერბაიჯანის” კომპანიებს შორის დადებული კონტრაქტის სუბიექტია. მისი თქმით, დაბლობის სრულ ათვისებას მასზე უნებართვოდ აშენებული სახლები უშლის ხელს. ,,სოქარმა” უკვე 2000-ზე მეტი საქმე მოუგო ამ დასახლების მკვიდრთ სასამართლოში, მაგრამ აბასოვების სახლს ეს დავები არ შეხებია.

,,არ მესმის, რა უფლებით ანგრევენ ჩემს სახლს’’ ამბობს აბასოვი, ,,ერთადერთ ახსნად ამას ჩემი პროფესიული საქმიანობა შემიძლია მოვუძებნო.”

სოფელ სულუტეპეში მომხდარი ფაქტიდან 15-20 დღის შემდეგ იდრაქ აბასოვს მხედველობის მძიმე პრობლემა გამოუაშკარავდა. ცემის დროს მას ნეკნები, ნაღვლის ბუშტი და თირკმელებიც დაუზიანდა, მაგრამ ახლა, მხედველობის გადასარჩენად, პირველ რიგში, თვალის გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ორგანიზაციამ ,,რეპორტირები საზღვრების გარეშე” მას სამკურნალო თანხა გამოუყო.
აბასოვი ამბობს, რომ ნავთობკომპანიამ მას საქმის ,,ჩასაფარცხად’’ ,,შუამავლები” გაუგზავნა. ერთ-ერთი შუამავალი თვით კომპანიის თანამშრომელია, დანარჩენები – მისივე თქმით, ,,საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირები”, მაგრამ ჟურნალისტი სამართლის ენით ამჯობინებს ვიზავისთან საუბარს და ამგვარ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება, რომელიც აბასოვების ოჯახზე მომხდარ თავდასხმას იკვლევს, წინ არა და არ მიწევს.
,,მედიის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ, ნახევარის წლის შემაჯამებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წლის შემდეგ აზერბაიჯანში 11 ჟურნალისტია დაპატიმრებული. მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები სამშობლოს ღალატს, ხულიგნობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, რამდენიმე კი ნარკოტიკების მომხარებას უკავშირდება. სამრთლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბახტიარ ჰაჯიევი, ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი, სწორედ ამავე პერიოდში გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2012 წლის პირველ ნახევარში მასმედიის წარმომადგენელთა მიმართ სხვადასხვა ბრალდებით 17 საქმეა აღძრული, ყველა მათგანი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ გამოცემებთან თანამშრომლობს.

უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში სულ მცირე 35 ჟურნალისტი გახდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების და მუქარის მსხვერპლი. ამათგან 45 შემთხვევაში, ჟურნალისტები იმ დროს იყვნენ ნაცემნი, როცა საპროტესტო დემონსტრაციებს ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენებს აშუქებდნენ. რამდენიმე შემთხვევაში მსგავსი ფაქტების გამო გამოძიება დაიწყო, მაგრამ უმეტესად ჟურნალისტებს ემუქრებიან და სთხოვენ, რომ საქმე სასამართლომდე არ მიიყვანონ.

აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონები იცვლება. პარლამენტმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონში შეიტანა შესწორებები. ახალდამატებული 2.4.-1 პარაგრაფის თანახმად, ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ მისი გასაჯაროება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება _ პოლიტიკის, ეკონომიკის, სამხედრო, საფინანსო-საკრედიტო, სავალუტო, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, ადამიანების ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვის სფეროებში, არ ლახავს სასამრთლო ხელისუფლების რეპუტაციას, არ წარმოშობს დაეჭვებას მიუკერძოებლობის მიმართ, რაც აზერბაიჯენელ ჩინოვნიკებს უფლებას აძლევს, ნებისმიერი სახის საჯარო ინფრომაციის გაცემაზე თქვენ უარი.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^