„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოს დაფინანსების გადახედვას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, კომპენსაცია, რომელსაც საპატრიარქო „კონკორდატით“ იღებს, უნდა იყოს დასაბუთებული.
„შეწყდეს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების ეს პოლიტიკა, რომელიც დღეს არსებობს. თუ ვსაუბრობთ კომპენსაციაზე, რომელსაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესია „კონკორდატით“ იღებს, უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“.- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ საუბრობენ, რომ გარდა პირდაპირ გადაცემული სახელმწიფო მიწებისა, საპატრიარქოსთან 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებულ შპს-ებს, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირებს გადასცემენ სახელმწიფო ქონებას და ამ ქონების აღრიცხვა არ ხდება.