Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნგრული რაფსოდია

19 თებერვალი 2017

ილდიკო ენიედის ფილმი - „სხეულსა და სულზე“, ბერლინის 67-ე კინოფესტივალის გამარჯვებულია

შეიძლება ითქვას, რომ ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი არტ-ჰაუზის გამარჯვებით დასრულდა. რაც ბერლინალეს სოციალური და პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უნგრელი რეჟისორი ქალის, ილდიკო ენიედის დახვეწილმა ფილმმა „სხეულითა და სულით“ (რომელსაც კრიტიკოსები უფრო სპეციფიკურ, კამერულ და ერთგვარ ფსიქოანალიტიკურ ნამუშევრადაც მიიჩნევდნენ), ჟიურის წევრებისა და მისი თავმჯდომარის, პოლ ვერჰოვენის მოხიბვლა მაინც შეძლო. 

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წლის წინ, სახელოვანი რეჟისორის, ბელა ტარის მიერ მოპოვებულ „ვერცხლის დათვს“ საუკეთესო რეჟისურისათვის ბერლინალეზე, უნგრულ კინემატოგრაფს ასეთი წარმატება დიდი ხანია არ ქონია.

„სხეულითა და სულით“ მარიასა (ალესადრა ბორბელი) და ანდრეს (გეზა მორსანი) ცოტათი უცნაურ და ფსიქოლოგიური ტრავმებით დამძიმებული სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ბუდაპეშტის გარეუბანში, ცხოველთა სასაკლაოზე ვითარდება. მათი გრძნობები ხაზგასმულად გამძაფრებულია პოეზიისგან დაცლილი სოციალური გარემოთი და გარშემომყოფთა ცინიზმით. რეჟისორის თხრობის ცივ და დისტანცირებულ მანერას უხდება დრამატული აბსურდი და მცირე დოზის შავი იუმორიც. 

ჟიურის დიდი პრიზი დაიმსახურა სენეგალური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, ალენ გომისის ფილმმა „ფელისიტე“,  რომელიც ქალაქ კინშასას ერთ-ერთ ბარში, მომღერალი ქალის, ფელისტეს დრამატულ ისტორიას გვაცნობს. ჟურნალისტებისთვის მცირე სკანდალი თუ  დასამახსოვრებელი პერფორმანსი მაშინ გამოცხვა, როდესაც ჟიურის „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის სახელოვანი აკი კაურისმიაკისთვუს უნდა გადაეცა. 

სოციალური და პოლიტიკური პროვოკაციების დიდოსტატმა, ფინელმა რეჟისორმა დაამსახვრია დაჯილდოების ცერემონიიის  სცენარიც და დაარღვია რეგლამენტიც - პრიზის ასაღებად სცენაზე არ ავიდა და დარბაზში, ადგილზევე მცირემეტრაჟიანი მუნჯური პერფორმანსი მოსწყო. პაუზა ძალიან რომ გაიწელა, ჟიურის წევრები და თავად ფესტივალის დირექტორი, დიტერ კოსკლიკი იძულებულები გახდნენ დარბაზში ჩასულიყვნენ და რეჟისორისათვის კანონიერი „ვერცხლის დათვი“ ადგილზე მიეტანათ. კაურისმიაკიმ ის პირდაპირ ჯიბეში ჩაიდო, ისე, რომ ერთი სამადლობელი სიტყვაც არ უთქვამს.

მოულოდნელი აღმოჩნდა ნომინაციაში - „საუკეთესო მსახიობი ქალი“, კორეელი მსახიობის, კიმ მინ-ჰის გამარჯვება, რადაგან კრიტიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ „ვერცხლის დათვს“ აგნეშკა მანდატი მიიღებდა. ცნობილი პოლონელი თეატრალური მსახიობი  შესანიშნავად ასრულებს მთავარ როლს ასრულებს აგნეშკა ჰოლანდის ფილმში „კვალი“. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის კი პრიზი ავსტრიელმა მსახიობმა, გეორგ ფრიდრიხმა დაიმსახურა ფილმში „თეთრი ღამეები“ (რეჟისორი ტომას არსლანი).  

რაც შეეხება დანარჩენ პრიზებს. საუკეთესო სცენარისათვის „ვერცხლის დათვი“ გადაეცა ჩილელი რეჟისორის, სებასტიიან ლელიოს ფილმს „ფანტასტიური ქალი“. საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი და მონტაჟი - „ანა, ჩემი სიყვარული“ (რეჟისორი კალინ პეტერ ნეტცერი, რუმინეთი), საუკეთესო პერსპექტივა და ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი - „კვალი“ (რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი, პოლონეთი), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ნადირობა მოჩვენებებზე“ (ისიად ასბახი, პალესტინა). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^