Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნება“ გეოპოლიტიკაში

16 ნოემბერი 2012

რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

„ნატოს პარლამენტარები საქართველოში არჩევნების თარიღზე ვერ თანხმდებიან“,– წერს „არგუმენტი.რუ“. გამოცემა  საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ 11 ნოემბერს პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე  კამათი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების შესახებ  ტექსტის მომზადებისას  წარმოიშვა.  ნატოს პარლამენტარებსა და ქართული დელეგაციის წევრებს შორის დავის საგანი გახდა კითხვა: „საჭიროა თუ არა პროექტის ტექსტში კონკრეტული თარიღის მითითება, თუ როდის გაიმართება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“.

„ ქართული დელეგაციის წარმომადგენლმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის. კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე ლუჩიო მაოლოლიმ კი განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩვენები საქართველოში 5 იანვარს უნდა გაიმართოს, ანუ განვლილი არჩევნებიდან ზუსტად 5 წლის თავზე“. ჟურნალისტი გერმან ნაპოლსკი აღარ  წერს, თუ რით დასრულდა ეს კამათი, თუმცა ვარაუდობს, რომ  ტექსტს 12 ნომებრს ნატოს საპარალემნტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ, რომელშიც ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობენ.

გაზეთი „კომერსანტი“  სტატიაში: „ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია სასამართლოთი შეანელეს“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენშტაბის უფროსის გიორგი კანალდაძისა და მე–4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას დაკავების და  ამის გამო თბილისში ნობემრის ბოლოს დაგეგმილი ალიანისის სამხედრო კომიტეტის სხდომის გადადების შესახებ ყვება  და აღნიშნავს: „მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელთა სასამართლო პროცესი თბილისის ოცნებას –ალიანსში გაწევრიანდეს– უშლის ხელს“.  

„ამერიკის ხმა“ ობამას გამარჯვების შემდეგ აშშ – რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშრებით რუსი ექსპერტებისა და პოლიტკოსების მოლოდინების  შესახებ გადმოსცემს.  სტატიაში „პუტინმა ობამა მოსკოვში დაპატიჟა“, ავტორი ჯეიმს ბრუკი აღნიშნავს, რომ „ კრემლმა შვებით ამოისუნთქა , მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ რეპსუბლიკელების კანდიდატმა მიტ რომნიმ არჩევნებში წააგო. რომნის განცხადბებმა იმის თაობაზე, რომ რუსეთი  ამერიკისთვის ნომერ პირველი გეოპლიტიკური მტერია, ბევრ რუს „ცივი ომის“ დრო გაახსენა“.  

ბევრი რუსი ექსპერტი ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებს, იმას, რომ რუსეთი  ავღანეთში ნატოს კონტინგენტისთვის განკუთვნილი ტვირთების საკუთარ ტერიტორიაზე გაატარებას  დათანხმდა. მიუხედავად ამისა, მათი აზრით, ორ ქვეყნას შორის მთავარ  პრობლემად რჩება ვაშინგტონის გეგმა ირანის შესაძლო იერიშის თავიდან აცილების მიზნით, ევროპაში  რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის ფარი განათავსოს.

ექსპერტი ედ ლოზანსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის ამერიკასთან ითანამშრომლოს, მისი მოკავშირეც  კი გახდეს, თუკი რაკეტსაწინაარმდეგო თვადაცვის ფართან დაკავშირებით გადაწყევტილება მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

სხვა ანალიტიკოსების აზრით კი, პუტინს სურს „რუსეთი მძლავრ რეგიონულ „დერჟავად“ აქციოს  და არა დასავლეთის მოკავშირედ“.

დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი ალექსანდრ რომანოვიჩი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ სხვა უთანხმოებებზეც საუბრობს: „ორ მხარეს შორის საქართველოსთან, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან დაკავშირებული პრობლემები კვლვაც რჩება“.

სწორედ ამ პრობლემათა  ნუსხის  გათვალისწინებით პროგნოზირებს აზერბაიჯანული გამოცემის „ზერკალო.აზ“–ის  პოლიტიკური მიმომხილველი რაუფ მირკოდიროვი, რომ აშშ– რუსეთს შორის  „გლობალური დაპირისპირება გარდაუვალია“.

იგი დარწმუნებულია, რომ ობამა ვეღარ შეძლებს „გადატვირთვის“  ხელახლა „გადატვირთვას“, რადგან სამხრეთ კავაკსიაში,შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ–ს გავლენის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა.  ამის დასტურად კი ავტორს შემდეგი ინფორმაცია მოჰყავს: „ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკული სარაკეტო დანადგარების „ პეტრიოტის“ განთავსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამან მოსკოვი გაახაროს“.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, პოლიტოლოგის აზრით, ბაქოს უფრო უადვილდება ურთიერთობა ვაშინგტონთან როცა, სათავეში რესპუბლიკელები არიან : რადგან რესპუბიკელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი საწვავ–ენერგეტიკულ კომპლექსთან და თანაც, საგარეო პოლიტიკაში მთავარ აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე არ აკეთებენ“.

თუმცა ამჯერად, ობამას გამარჯვება  ილჰამ ალიევისთვის აღარ წარმოადგენს პრობლემას, რადგან მათი კავშირი ნულიდან არ დაიწყება. „ზერკალო.აზ“–ის მიმომხილველის შეფასებით, აზერბაიჯანს საგარეო პოლიტიკაში ახალ რეალობებთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება  ხოლმე და იმას იხსენებს, თუ რა „მტკივნეულად“ აწყობდა ურთიერთობას ბაქო ვაშინგტონთან, როცა ბარაკ ობამა პირველად მოვიდა აშშ–ს სათავეში. „მხარეებმა აშშ – აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში გადასვლას ობამას ნახევარი სპარეზიდენტო ვადა მოანდომეს. ახლა , საპარალამენტო არჩევნებში „ ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მწიფდება კონფლიქტი, თანაც სწორ ადგილზე. თუმცა ბაქოც და თბილისიც მშვენივრად აცნობიერებენ,რომ თანაბრად სჭირდებათ ერთმანეთი“.

 რამ გააღიზიანა ბაქო, ამაზე დეტალურად „რეგნუმი“ წერს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე გამოთქმულ სურვილს აზერბაიჯანში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბაქოში ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში რუსეთი სომხეთში რუსული  სამხედრო ბაზის შეიარაღებას გააძლიერებს და ამას სომხეთი ყარაბაღელი სეპარატისტების მხარდასაჭერად გამოიყენებს.  „რეგნუმის“ ცნობით, აზერბაიჯანში იმდენად მწვავედ მიიღეს ეს ჯერ კიდევ „ბუნდოვანი იდეა“, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი  ღია მუქარზეც კი გადავიდა. დეპუტატ მუსა გასიმლის თქმით, ასეთ შემთხვევაში ბაქომ „შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებს გამოუცხადოს მხარდაჭერა“. ამ განცხადებების ფონზე სტატიის ავტორს ანა ლევანიშვილს თბილისის რექაცია აკვირვებს. მის სიმშვიდეს იგი საქართველოს აზერბაიჯანულ ენრეგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულებითა და თურქეთის ფაქტორით ხსნის. ჟურნალისტ ანა ლევანიშვილის „რისხვა“ ახალ ხელისუფლებას მას შემდეგ დაატყდა თავს, რაც ბაქოს განცხადებებზე  პაატა ზაქარეიშვილის საპასუხო კომენტარი მოისმინა: „თბილისი არასოდეს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საქართველო – აზერბაიჯანის სტარტეგიულ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^