Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ისინი ვინც მზად არიან ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფოებრიობა, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ

12 მარტი 2017

.გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განვითარებულ არეულობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მომხდარში "დესტრუქციული პოლიტიკური ძალები" დაადანაშაულა:

გათავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში, ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე, საკითხი შესწავლამდე და დაძაბულიბის დესკალაციის მიზნით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულ იქნა.

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის, სამწუხაროდ აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი. შეგნებულად უკეთებენ პროვოცორებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან. რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძო გაღთულება. 

საზოგადოების უმრაველობის პოზიცია, ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ ცალსახად უარყოფიათია, შესაბამისად სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქაქალქეების უფლებას იცხოვროს მშვიდ გარემოში. 

მინდა მივმართო ყველას ვინც მზადაა ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს,“-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^