შვედეთის აკადემიის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს ბობ დილანი სტოკჰოლმში საბოლოოდ მიიღებს კუთვნილ ნობელის პრიზს ლიტერატურის დარგში.
ბობ დილანი ნობელის პრემიის ლაურიატი ოქტომბერში გახდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა შვედეთში ჩასვლა, რომ კუთვნილი სიგელი, მედალი და 900 000 აშშ დოლარი მიეღო.
აკადემიის განცხადებით, ბობ დილანს პრიზს მიმდინარე კვირის ბოლოს პირადად გადასცემენ სტოკჰოლმში, სადაც მან ორი კონცერტი უნდა გამართოს.
BBC-ის ინფორმაციით, ბობ დილანისთვის პრიზის გადაცემას, მისივე სურვილით, მხოლოდ შვედეთის აკადემიის წევრები დაესწრებიან, ხოლო მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა დახურული იქნება