საქართველოს უზენაესი სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვეყნებს. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა ქალების შეფასებით, თავიანთ ქვეყნებში მათი საქმეები არაჯეროვნად გამოიძიეს, სასამართლო პროცესი გონივრულ ვადაში არ წარიმართა ან სახელისუფლებო ორგანოებს დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება არ ჰქონიათ.
ლ.ი საბერძნეთის წინააღმდეგ (იძულებითი პროსტიტუცია)
საქმე ეხება ნიგერიის მოქალაქის საჩივარს, რომელიც საბერძნეთში იძულებით პროსტიტუციაში ჩააბეს. სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის მსხვერპლად ოფიციალურად აღიარებულ მომჩივანს სტატუსის მისაღებად 9 თვე დასჭირდა მას შემდეგ, რაც შესაბამის ორგანოებს მიმართა.
„2004 წლის ივნისში ლ.ი. შევიდა საბერძნეთში. მას თან ახლდა კ.ა. იგი, სავარაუდოდ, დაპირდა მომჩივანს, რომ წაიყვანდა ბარებსა და ღამის კლუბებში სამუშაოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის სანაცვლოდ მას 40 00 ევროს გადაუხდიდა და პოლიციას არ შეატყობინებდა. საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ კი კ.ა.-მ მომჩივანს პასპორტი ჩამოართვა და პროსტიტუციაში ჩართვა აიძულა. ლ.ი. 2 წლის განმავლობაში იძულებით პროსტიტუციას ეწეოდა. ის დაუკავშირდა Nea Zoi-ს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა“.
საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის აგვისტოში ლ.ი. დააკავეს პროსტიტუციისა და საბერძნეთში შესვლა-ცხოვრებისთვის. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, მაგრამ 2006 წელს ისევ დააკავეს. გათავისუფლებამდე მან სარჩელი შეიტანა კ.ა.-სა და მისი პარტნიორის, დ.ჯ.-ს წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ის და კიდევ ორი ნიგერიელი ქალი პროსტიტუციაში ძალით სწორედ ამ ორმა პიროვნებამ ჩააბა. თუმცა პროკურორმა უარყო სარჩელი და აღნიშნა, რომ საქმეში ამ ბრალდების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ იყო.
2007 წელს ლ.ი.-მ კიდევ მიმართა პროკურორს, თუმცა დ.ჯ. მხოლოდ 2011 წლის მაისში დააკავეს. თუმცა ისიც მსხვერპლი აღმოჩნდა და არა დამნაშავე.
ევროსასამართლომ მიიჩნა, რომ სამართალწარმოების ვადა გაჭიანურებული იყო ერთი ინსტანციის სასამართლოსთვის და გონივრულ ვადას არ აკმაყოფილებდა. აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის მეოთხე(მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა), მეექვსე(გონივრულ ვადაშუ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მეცამეტე(სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დაირღვევა დაადგინა.
პ. და ს. პოლონეთის წინააღმდეგ (აბორტის აკრძალვა)
პ. და ს. პოლონეთის მოქალაქე დედა-შვილია. 2008 წელს 14 წლის პ. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც დაორსულდა. მან, ოჯახის დაგეგმვის შესახებ 1993 წლის კნონის შესაბამისად, აბორტის გასაკეთებლად პროკურორის ნებართვა მიიღო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორსულობა უკანონო სექსუალური აქტის შედეგი იყო.
მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ აბორტის გაკეთებასთან დაკავშირებით მომავალში მნიშვნელოვანი სირთულეები შეემქნათ. მათ ლუბლინის 2 საავადმყოფოსგან ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია მიიღეს. ერთ-ერთი საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსმა პ.-მ კი ის მღვდელთან წაიყვანა, რომელიც მის გადარწმუნებს შეეცადა და მოახერხა კიდეც.
მნიშვნელოვანია ის ფაქტებიც, რომ პ.-ს ორსულობის შესახებ მღვდელმაც იცოდა და მედიასაშუალების ჟურნალისტებმაც, რადგან ამ თემაზე ადგილობრივ და ეროვნულ მედიებში არაერთი სტატია გამოქვეყნდა. პ.-ს ორსულობის ამბავი ინტერნეტშიც გახდა განხილვის საგანი.
საქმის მასალების თანახმად, პ.-ს დედას და მამას მშობლის უფლებასაც კი ართმევდნენ, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი პ.-ს აბორტის გაკეთებას აიძულებდნენ, რაც მას არ უნდოდა.
ევროსასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფი(თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მესამე მუხლი(არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).
სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტებს მიეწოდათ არასწორი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია და არ ჰქონდათ მიღებული ობიექტური სამედიცინო მომსახურება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლონეთის ხელისუფლებას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პ.-სთვის უნდა გადაეხადა 30 000 ევრო, ხოლო ს.-სთვის - 15 000 ევრო. ამასთან, ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზრაურებლად უნდა გადაეხადა 16 000 ევრო.
ოკიფი ირლანდიის წინააღმდეგ (სექსუალური ძალადობა სკოლაში)
საქმე ეხება 1973 წელს სკოლაში მასწავლების მხრიდან 9 წლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის ფაქტს. საუბარია სახელწმიფოს პასუხისმგებლობის საკითხზე. სასამართლომ,11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, დაადგინა, დაირღვა ევროკონვენციის მესამე მუხლი(არაადამიანური და ღირსბისშემლახველი მოპყრობა) და მეცამეტე მუხლი(სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება). კერძოდ, ირლანდიის სახელწმიფომ ვერ დაიცვა ოკიფი სექსუალური ძალადობისგან და მომჩივანმა ვერ მიაღწია ამის აღიარებას ეროვნულ დონეზე.
ოკიფი სკოლაში 1968 წელს შევიდა დანდეროუს ეროვნულ სკოლაში. 1971 წელს ბავშვის მშობლებმა დაიჩივლეს, რომ სკოლის დირექტორმა, საერო მასწავლებელმა მათ ქალიშვილზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. მასწავლებელი ჯერ ბიულეტენზე გავიდა, შემდედ კი სრულად დატოვა სკოლა. თუმცა ისე, რომ ზემდგომმა ორგანოებმა მის წინააღმდეგ შემოსულ საჩივრებზე არაფერი იცოდნენ.
მოგვიანებით, 1990 წელს ბრალდებული დირექტორის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა მოსწავლემ. ამ საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს ოკიფიც. გამოძიების პროცესში კიდევ ბევრმა მოსწავლემ დაადანაშაულა მასწავლებელი სექსუალურ ძალადობაში. საბოლოო ჯამში, ყოფილი მასწავლებლის მხრიდან 21 მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის 386 შემთხვევა გამოიკვეთა. 1998 მან დანაშაული აღიარა და თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოგვიანებით, ოკიფმა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, გააანალიზა, რომ ეს პრობლემები სწორედ მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგი იყო. მან საჩივარი შეიტანა და მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზრაურება მოითხოვა.
მომჩივანი დაობდა, რომ ირლანდიის სახელწმიფომ ვერ შეძლო დაწყვებითი განათლების გამართული სისტემის ჩამოყალიბება; სახელწმიფომ ვერ უზრუნველყო მომჩივანის დაცვა ძალადობისგან, ასევე შადენილი დანაშაულის გამოძიება და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მან ასევე, განაცხადა, რომ ვერ მიაღწია სახლემწიფოს მხრიდან იმის აღიარებას, რომ სახელწმიფომ ვერ დაიცვა იგი და მან სათანადო კომპენსაცია ვერ მიიღო.
„1970-იან წლებისთვის და მანამდე საკმაოდ გაიზარდა მოზარდებზე ძალადობის შემთხვევები და ასეთ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც ირლანდიის სახელწმიფოს უნდა სცოდნოდა... ამის საპირისპიროდ, პოტენციური მომჩივნები გადამისამართებულები იყვნენ სახელწმიფო ორგანოებიდან ეროვნული სკოლების მენეჯმენტთან(როგორც წესი, სასულიერო პირებთან). იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში, სადაც სწავლობდა მომჩივანი, წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის 400-მდე შემთხვევა იყო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დანაშაულის გამოვლენისა და შეტყობინების სისტემა გაუმარტავი იყო“.
სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიას უნდა გადაეხადა აპლიკანტისთვის 30 000 ევრო მატერიალური და მორალური ზიანისთვის და 85 000 ევრო - გაწეული ხარჯებისთვის.
ე.ს. და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ (ძალადობა ოჯახში)
სლოვაკი აპლიკანტები, ე.ს. და მისი სამი შვილი ერ.ს., ჯა.ს. და ია.ს. კოშიცეში ცხოვრობდნენ. 2001 წელს ე.ს.-მ მიატოვა ქმარი და განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა, რომელიც 2002 წელს დაკმაყოფილდა. 2001 წელს მომჩივანმა ქმრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ყოფილი მეუღლე არასათანადო მოპყრობასა და ერთ-ერტ ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ის დამნაშავედ 2 წლის შემდეგ ცნეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2001 წელს, ვიდრე განქორწინდებოდნენ, ე.ს.-მ დროებითი ღონისძიების სახით მოითხოვა, მისი ყოფილი ქმარი დაევალდებულებინათ, რომ საერთო ბინა დაეტოვებინა. თუმცა ეროვნულმა სასამართლოებმა მისი ეს მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილეს, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ, ქმრისთვის აკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული უფლებები შეეზღუდათ. მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბავშვებისა და ე.ს.-ს დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების გატარება ვერ უზრუნველყვეს.
კონვენციის მესამე და მერვე მუხლებზე დაყრდნობით, აპლიკანტები დაობდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მათი ადეკვატური დაცვა ოჯახში ძალადობისგან.
სასამართლომ დაადგინა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა ე.ს.-სა და მისი შვილების დასაცავად ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი. სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელწმიფომ მომჩივნები ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან ვერ დაიცვა.
„ბრალდებების არსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მომჩივნებს სჭირდებოდათ იმწუთიერი დაცვა. ამ პერიოდის განმავლობაში ე.ს.-სთვისა რ არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლითაც იგი დარწმუნებული იქნებოდა, რომ ის და მისი შვილები ყოფილი ქმრის ძალადობისგან დაცულები იქნებოდნენ“.
ე.მ. რუმინეთის წინააღმდეგ
რუმინელი აპლიკანტი აცხადებდა, რომ 2004 წლის მარტში, დაახლოებით საღამოს 5 საათზე სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ქმარმა დაურეკა და ბინის დატოვება მოსთხოვა, წიონააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრა. მოგვიანებით სახლში დაბრუნებული ქმარი კვლავ დაემუქრა ქალს და ქალიშვილის თანდასწრებით სცემა. მეორე დღეს აპლიკანტმა ბავშვი სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანა და დადგინდა, რომ მას ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა. აპლიკანტი, მიღებული დაზიანებეის გამო, თავადაც საავადმყოფოში დააწვინეს. 2004 წელს წყვილი განქორწინდა.
2004 წლის 6 მარტს აპლიკანტმა ქმარს პოლიციაში უჩივლა. მაისში კაცის წინააღმედგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და 2005 წლის მარტში ბრალდების გადახდა დაეკისრა. მან ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მოიგო კიდეც დავა. შედეგად, ის ჯარიმის გადახდისგანაც გათავისუფლდა და ძალადობის ბრალდებაშიც გამართლდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი(არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), რადგან გამოძიების ის ფორმა, რითიც ის ჩატარდა, აპლიკანტს ძალადობისგან ეფექტურად ვერ დაიცავდა.
„იგი აღნიშნავდა, რომ პირველი საჩივრით აპლიკანტმა ხელისუფლების მხრიდან ქმრის აგრესიისგან მისი და მისი ქალიშვილის დაცვა მოითხოვა. კანონით დადგენილ ფარგლებში გათვალისწინებული სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და ასევე, არასასამართლო ღონისძიებების მიუხედავად, საქმის მასალებში არ ჩანდა, რომ რაიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული ამ კუთხით. კერძოდ, მიიღეს თუ არა ზომები ოჯახში ძალადობის მიმართ და გამოიყენეს თუ არა საქმეში მნშვნელოვანი მტკიცებულება - სამედიცინო ცნობა“.