Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო თანამშრომლებისთვის ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს

20 აპრილი 2017

საკანონმდებლო წინადადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცესკოს წევრებისა და მოხელეებისთვის კომპენსაციის დანიშვნა სურს.

მათ მიერ მომზადებული წინადადებით, ცვლილება უნდა შევიდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში.

პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კომპენსაცია დაენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”-„ვ” ან/და „ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით.

რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, წინადადებაში აღნიშნულია, რომ ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობა მოქმედი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის მესამედი უნდა იყოს.

რაც შეეხება ცესკოს აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებას, საკანონმდებლო წინადადებით აპარატის მოხელეს კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი უნდა იყოს.

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონის მიხედვით, კომპენსაცია  არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^