Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ

28 დეკემბერი 2012

ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ /შიდსის პრევენციის პროგრამა (რომელსაც საზოგადოება შპრიცების გაცვლის პროგრამის სახელით იცნობს) საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს.

შპრიცების გაცვლის პროგრამები ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ახალი შპრიცის მიცემას ნახმარის სანაცვლოდ, რისი მიზანიც აივ ინფექციისა და სხვა სისხლით გადამდები დაავადებების გადადების ალბათობის   შემცირებაა, რომლებიც   ნარკოტიკების   ინექციურ მომხმარებლებს შორის ადვილად ვრცელდება სწორედ საზიარო შპრიცის გამოყენების გამო.

სოციალური მუშაკები და ნარკომამხმარებელი ერთმანეთში შპრიცებს ცვლიან. ნარკომოხმარებელი  სოციალურ მუშაკს უბრუნებს ნახმარ შპრიცს. სანაცვლოდ კი მისგან ახალ შპრიცს იღებს.

2006 წლისთვის ზიანის შემცირების დარგში სულ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა, რომელთაც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი დააფუძნეს; 2012 წლისთვის ქსელი უკვე 20 ორგანიზაციას აერთიანებს. აივ ინფექციის პრევენციის პროგრამები ზიანის შემცირების ქსელის წევრი ორგანიზაციების საშუალებით ხორციელდება.

ფსიქო­სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა” (თბილისი, ქუთაისი, სამტრედია), კავშირი „ახალი ვექტორი” (თბილისი), ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი” (ზუგდიდი), კავშირი ნაბიჯი მო­მავლისკენ (გორი, თელავი), კავშირი „იმედი” (ბათუმი), ასოციაცია „ორდუ” (ფოთი) , აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა კავშირი “თანადგომა” (სოხუმი). მთელ ქვეყანაში შპრიცების გაცვლის 10 ცენტრია, სულ 9 ქალაქში.

ორგანიზაციებს ამ საქმიანობის განხორციელების დიდი პრაქტიკა და გამოცდილება დაუგროვდათ. მათი სოციალური მუშაკები კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდებიან ბენეფიციარებს. თუმცა ამბობენ, რომ საქმიანობის სრულფასოვნად განსახორციელებას ვერ ახერხებენ და მუშაობის პროცესში ბარიერებს აწყდებიან. მაგალითად, სოციალურ მუშაკებს ნახმარი შპრიცები უკან ვერ მოაქვთ, რადგან შპრიცში რაღაც დოზის ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები გახდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმიანობას პირდაპირ და ღიად სამართალდამცავი სტურქუტურები ხელს არ უშლიან, მაინც ძალიან ფრთხილობენ და მუდმივი რისკის ქვეშ არიან. “ვიქცევით როგორც მაფიოზები” - აღნიშნავს ერთ-ერთი სოცმუშაკი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო მათ საქმიანობას რისკი და დაძაბულობა მუდმივად თან ახლავს.

დაძაბულები არიან ბენეფიციარებიც. “ისინი ხშირად ცვლიან შეხვედრის დროს და ადგილს. დილით თუ მეტყვის, რომ აქ მოდი, საღამოს შესაძლოა შეხვედრის ადგილი შეიცვალოს. ძალიან დაზაფრულები არიან. ეს ბარიერი საქმის განხორციელებაში ხელს გვიშლის” - ამბობს ერთ-ერთი სოცმუშაკი და განმარტავს, რომ საველე სამუშაოების შესრულების დროს ბენეფიციარებთან ახალ შპრიცებთან ერთად საინფორმაციო ხასიათის ბუკლტები მიაქვთ, სადაც მათთვის საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი. ასევე ესაუბრებიან დაავადებების გადადების გზებზე, აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ სერვისებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალ ვექტორში” ამბობენ, რომ C ჰეპატიტის გადადების გზებზე რისკ ჯგუფებში ინფორმირებულობის ხარისხი წინაწლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია და ეს შედეგი შპრიცების გაცვლითი პროგრამის და ზიანის შემცირების პროგრამების დამსახურებაა.

“ადრე თუ ეგონათ, რომ შპრიცის გამორეცხვით, ან ცხელი წყალის გამოვლებით C ჰეპატიტის გადადების რისკები ქრებოდა ახლა ეს ასე არ არის.”

თბილისში “ახალი ვექტორიდან” სულ 6 სოციალური მუშაკი კაცი და ორ სოცმუშაკი ქალი მუშაობს. თითო სოცმუშაკს სამ უბანი აქვს ჩაბარებული.

საქართველოს მასშტაბით, 2012 წლის მონაცემებით პირველადი სტატისტიკის მიხედვით, თბილისის ორ ცენტრში ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 800 მომხმარებელი მიდის; გორში ­ 400­-მდე ბენეფიციარი; ბათუმსა და ზუგდიდში ეს რიცხვი 300­-სა და 350­-ს შორის მერყეობს; სამტრედიაში 200 მომხ­მარებელი მიდის; ქუთაისში ­- 250­-მდე, ხოლო თელავ­სა და სოხუმში – 300­დან 350 მდე მომხმარებელი.

პროგრამა ყოველთვიურად დაახლოებით 3 500 – 4 000 ვიზიტორს ემსახურება. გარდა სტერილური საინექციო აღჭურვილობისა, ბენეფიციარებს უტარდებათ გამოკვლევები აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე, მიეწოდებათ საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალები ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების შესახებ, ურიგდებათ ნალოქსონი ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირებისას გამოყენების მიზნით. ყველა მომსახურება უფასო და ანონიმურია.

2009 წელს ჩატარებული ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელთა პრევალენტობის კვლევის თანახმად საქართველოში 40,000 ინექციური მომხმარებელია და ყველაზე ხშირად ნარკოტიკების ჯგუფს ოპიოიდები შეადგენენ. “შესაბამისად სავარაუდოა, რომ ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირების პროგლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს” - ვკითხულობთ 2011 წლის 12 დეკემბერს ჩატარებულ კვლევაში, რომელის მიზანი წამალდამოკიდებულ პირთა სარისკო ქცევაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა იყო. ამავე კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით

ნალოქსონის ინექციას ზედოზირებისას ნაკლებად იყენებენ ის ადამიანებიც კი, ვინც ამ პრეპარატის მოქმედების შესახებ ინფორმირებულნი არიან. ამიტომ აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის შეგროვება იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, თუ რატომ ერიდებიან ინფორმირებული პირები ნალოქსონის გამოყენებას. საჭიროა დადგინდეს რამდენად ხელმისაწვდომია ნალოქსონი ოპიოიდების მომხმარებლებისთვის.” ამავე კვლევაში წერია, რომ ზედოზირების შემთხვევაში, ძირითადად სამართალდამცავებთან ურთიერთობის თავიდან აცილების მიზეზით, სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა არ ხდება. ამიტომ კვლევის ავტორების თქმით, აუცილებელი იქნება სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი გამონახვა.

საქართველოში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა შპრიცების გაზიარებისა და სარისკო სქესობრივი ქცევის შედეგად გავრცელებული სიცოცხლის საშიში დაავადებების შესახებ. თუმცა არსებობს ინფექტიური, პატოლოგიის, შიდსის ცენტრის მონაცემები, რომლის მიხედვით 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსის ინფიცირების 3080 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც ინფიცირების შემთხვევაში 55, 6%-ში ნარკოტიკების ინექციური მოხმარებაა წამყვანი. ამავე ცენტრის 2012 წლის მაისის მონაცმეებით. 2012 წელს გამოვლინდა 366 ახალი შემთხვევა. აივ ინფიცირებულებში ინფექციის გადაცემის მთავარი გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებაა (54.9%).

როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, შპრიცების გაცვლის პროგრამები ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ახალი შპრიცის მიცემას ნახმარის სანაცვლოდ, რისი მიზანიც აივ ინფექციისა და სხვა სისხლით გადამდები დაავადებების გადადების ალბათობის   შემცირებაა,  რომლებიც   ნარკოტიკების   ინექციურ მომხმარებლებს შორის ადვილად ვრცელდება საზიარო შპრიცის გამოყენების გამო.

შპრიცების გაცვლის პროგრამები სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელებას აბრკოლებს, უზრუნველყოფს რა ინექციური მომხმარებლებისათვის სტერილურ იარაღებზე ხელმისაწვდომლობას. გარდა ამისა. ნახმარი შპრიცები, რომლებსაც მომხმარებლები აბარებენ, დაუყოვნებლივ ნადგურდება. ასეთი პროგრამები ხშირად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სხვა სახის მომსახურეობის გაწევასაც, როგორიცაა აივ-ტესტირება, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ამაღლება რისკის შემცირების სფეროში და მომხმარებელთა გადაგზავნა წამალდამოკიდებულების სამკურნალოდ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ალნტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელის დავით ოთიაშვილის თქმით, საქართველოში ზიანის შემცირების პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და დედებითი შედეგები მოაქვს, თუმცა პროგრამების მასშტაბები მცირეა და იმ ადამინების 10% ფარავს, რომელსაც ეს სერვისები ესაჭიროება. ამ პროგრამების ძირითადი დამფინანსებელები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. დათო ოთიაშვილის აზრით, სახელმწიფომ პროგრამების დაფინანსება თავის თავზე უნდა აიღოს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი პროგრამის მასშტაბის ზრდა.

“ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში ეს არის ერთ ერთი ხარჯეფექტური პროგრამები. მათი ეფექტურობა მრავალჯერადათ დადასტურებულია. რამდენიმე ქვეყანაში, კეძოდ ჩეხეთის რესპუბლიკაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში ამ პროგრამების დროულმა და ფართომასშტაბიანმა დანერგვამ მოახერხა ის, რომ პრაქტიკულად შეაჩერეს აივის ეპიდემიის გავრცელება და მინიმუმადე დაიყვანეს ამ ჯგუფში ახალი შემთხვევების გაჩენა.” -ამბობს დათო ოთიაშვილი.

კვლევა, რომელმაც წამალდამოკიდებულ პირთა სარისკო ქცევაზე მოქმედი ფაქტორების შეისწავლა მოწმობს, რომ შპრიცების გაზიარება ნარკომომხმრებლებში კვლავ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, ამ მიმართულებით არსებულმა პროგრამებმა მუშაობა უნდა გააძლიერონ და მიმართონ ინფორმაციისა და საინქციო მასალების საკმარისი რაოდენობით გავრცელების უფრო ეფექტურ გზებს.

ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს 2012 წლის წლიურ ანგარიშიც წერია, რომელშიც საქრთველოში ნარკოვითარებაა აღწერილი.

“ზიანის შემცირების მდგრადობა ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენადაც დღეისათვის არსებული თითქმის ყველა სერვისი ფინანსდება საერთაშორისო სექტორის (ძირითადად, გლობალური ფონდის) მხრიდან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არ გამოყოფს.”

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^