Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ელისაბედ ქავთარაძის სახელი ეწოდა

08 მაისი 2017

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პროექტის "50 ქალი საქაღთველოდან" ფარგლებში დღეს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწის, მწერლის და დისიდენტის, ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძის სახელი მიენიჭა. დღეიდან ელისაბედ ქავთარაძის სახელობის იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსსა და ყოფილ ლეჩკომბინატს შორის არსებულ ქუჩა. 

პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისია ქუჩებისთვის სახელის მინიჭებისას პრიორიტეტს ანიჭებს იმ ქალებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. 

პროექტის 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. მემორანდუმის ხელმოწერიდან დღემდე, 25 ქუჩას ეწოდა ქალთა სახელები. რჩება  7 სახელი რჩება, რომელიც ჯერ არ ჰქვია თბილისის ქუჩებს და მათი სახელდება მიმდინარე წელს იგეგმება.

რაც შეეხება ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძეს. ის (1906 -1988 )დაიბადა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წვერის ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ თბილსის ქალთა მე-2 გიმნაზიის ტექნიკუმი. 1922 წლიდან სწავლობდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობაში. 1924 წელს იყო ახალგაზრდა მარქსისტთა თბილისის ორგანიზაციის რაიონული კოლექტივის წევრი; 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას იყო სამხედრო ორგანიზაციის კურიერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^