Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემთხვევითი არაფერია

28 იანვარი 2013

რადიო "თავისუფლება" სპეციალურად "ლიბერალისთვის"

“კომერსანტი FM”-ის მიმომხილველი კონსტანტინ ეგერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრები დავოსში ერთმანეთს სულაც არ შეხვედრიან “შემთხვევით”.

სტატიაში: “რუსეთის ხელისუფლებას  სჭირდება საქართველო, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობის დემონსტრაციულად დემონსტრირებას ახდენს”, ავტორი აღნიშავს, რომ ცნობამ, თითქოს მედვედევი და ივანიშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიებს შორის ექსპრომტად შეხვდნენ ერთმანეთს, არავინ უნდა შეიყვანოს შეცდომაში, რადგან სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ეს ნაცადი ხერხია. კონსტანტინ ეგერტის შეფასებით, რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობები ძალას კი იკრებს, თუმცა საქართველოსთან კავშირების აღსადგენად კრემლში შემოდგომაზე სააკაშილის წასვლას და პრემიერ ივანიშვილის ხელში ძალაუფლების სრულად გადასვლას ელიან.

“მთავარი მიზანი – დიპლომატიური ურთიერთოების აღდგნაა. ეს იქნება თბილისის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარების ტოლფასი. იდეალურ ვარიანტში კი რუსეთის ხელისუფლება ისურვებდა საქართველოს დსთ–ში დაბრუნებას. მზად იქნება თუ არა ივანიშვილი ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად, ისევე როგორც დაიწყებს თუ არა იგი სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას – ეს კითხვები ღიად რჩება”, – წერს კონსტანტინ ეგერტი. ავტორის აზრით, კოალიცია “ქართული ოცნების” პოზიციებს “მყარს ვერ უწოდებ, ამჟამინდელ პრეზიდენტს კი არც თუ ისე ცოტა მომხრეები დარჩა”.

“საქმე ის არაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ასე სჭირდება თავად საქართველო. მას სჭირდება საქართველო, რომელიც დემონსტრაციულად ახდენს სააკაშილის მემკვიდრეობის დემონტაჟს". ეს განიხილება “მოსკოვის დაუმორჩილებლობის ზეიმის“ დასასრულის სიმბოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე”,– წერს ეგერტი. “კომერსანტი FM”–ის მიმომხილველის შეფასებით, ათი წლის თავზე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების “ვესტერნიზაციის” ექსპერიმენტები დასასრულს უახლოვდება და კრემლი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა თავისი გავლენა გააძლიეროს პოსტსაბჭოურ სივრცეზე და აღარასოდეს დაუშვას ე.წ. “ნარინჯისფერი სცენარები” “აი ეს არის ოფიციალური რუსეთის პოლიტიკის საფუძველი მეზობლებთან ურთიერთობაში”,– დასძენს კონსტანტინ ეგერტი.

“ბორჯომის საკონტროლო პაკეტი უმსხვილესმა რუსულმა კონცერნმა “ალფა–გრუპმა” შეიძინა”. რუსული სააგნეტო “პრაიმ”–ის ცნობით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა დაადასტურეს, რომ გარიგება შედგა. “თუმცა, როგორც პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე აღნიშნავს, ოჯახს დარჩენილი აქტივებითაც შეეძლება კომპანიის მმართველობაში მონაწილეობა”. რამდენად გაიყიდა საკონტროლო პაკეტი, მხარეები არ ახმაურებენ. ამ გარიგების შედეგად IDS Borjomi–ის აქციები შემდეგნაირად გადანაწილდა: 55,8%  –“ალფა–გრუპი”, პატარკაციშვილის ოჯახი– 37,2%, ხოლო 6 % მინორიტარიებს, ქართველ და უკრაინელ მეწილეებს რჩებათ.

რუსული სააგენტოების ცნობით, “როსპოტრებნადზორი” ქვეყნის ბაზარზე ქართული პროდუქციიდან, პირველ რიგში, ბოთლის ღვინოს დაუშვებს.

სხვა ქართულ “იმპორტზე” წერს ფრანგული Le Figaro: “საფრანგეთის საავადმყოფოები აღმოსავლეთ ევროპიდან ტუბერკულოზით დაავადებულებითაა გადავსებული”. ყველა მათგანს ამ დაავადების უმძიმესი ფორმა, მედიკამენტებისადმი რეზისტეტნტულობით გამორჩეული XDR–ტუბერკულოზი სჭირს. “2012 წელს და 2013 წლის იანვრის დასაწყისში ჩეჩნები, რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ ძირითადად ქართვლები ჩამოდიოდნენ საფრანგეთში ამ სასიკვდილო სენის განსაკურნებლად. ბევრ ავადმყოფს თანმდევი პათოლოგია სჭირს –განლევა, ჰეპატიტი  C და პირველი ხარისხის დიაბეტი, რაც მედიკოსთა ამოცანას კიდევ უფრო ართულებს”.

გამოცემის ცნობით, პარიზის ჰოსპიტალში “პიტიე– სალპეტრიერი”, პროფესორ ფრანსუა ბრიკერის განყოფილებაში დღესდღეობით “ათობით” პაციენტი წევს საქართველოდან და რუსეთიდან. ყველა მათგანს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა აქვს. “მაგრამ მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ამ ქართველ და ჩეჩენ პაციენტებთან შეუძლებელია კონტაქტის დამყარება”, – ჩივის პარიზის კიდევ ერთი საავადმყოფო ბიშის პროფესორი იაზინ იაზანპანახი,– “ისინი არ მონაწილეობენ მკურნალობაში. მათ არ გააჩნიათ ფრანგი პაციენტებისთვის დამახასიათებელი სამედიცინო კულტურა”.

ეს პაციენტები უნებართვოდ ტოვებენ პალატას, არ დადიან პირბადით, ეწევიან სიგარეტს, იპარავენ “ვალიუმს” და სხვა პრეპარატებს. “ეს პაციენტები არ ცდილობენ კონტაქტში შევიდნენ მედპერსონალთან. სამაგიეროდ ერთ–ერთმა მათგანმა “პიტიე–სალპეტრიერის” ჰოსპიტალში განაცხადა, რომ თუკი პალატაში ტელევიზორს არ დაუდგამდნენ,  წავა და თავის აღშფოთებას მეტროში გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფორმის ტუპერკულოზით დაავადებულები “ამბულატორულ ბომბებს” წარმოადგენენ, ჭირვეულ პაციენტს ტელევიზორი დაუყოვნებლივ დაუყენეს, თანაც უფასოდ”,– იუწყება Le Figaro.  

ამ ფორმის ტუბერკულოზი არის არასწორი, ან დაუსრულებელი მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგი, რომელიც შეუპოვარი ხდება არსებული წამლების მიმართ და ასეთივე მძიმე ფორმით გადაეცემა სხვა ადამიანებს. “დღევანდელი მონაცმებით, საფრანგეთში XDR – ტუბერკულოზის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებულებიდან 16 ქართველია, რომელიც საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. 1992–2006 წლის ჩათვლით, საფრანგეთში ამ მძიმე ფორმის ტუბერკულოზის მხოლოდ 14 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2013 წელს კი ეს დაავადება, როგორც ჩანს იმპორტირებული, უკვე ეროვნული ჯანდაცვის პრობლემად იქცა. ყველა ეს პაციენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობდა, ნიღბის გარეშე და შესაძლოა ათობით ადამიანს გადასდო სასიკვდილო სენი. ახლა ფრანგ მედიკოსთა პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მიაკვლიონ მათ, ვინც შესაძლოა დაავადდა”,– წერს გამოცემა.

საფრანგეთში არ გამორიცხავენ, რომ რაღაც არალეგალური არხი მუშაობს. “საქართველოდან შარშან 20 დეკემბერს ჩასული თეიმურაზი 2 საათში უკვე პროფესორ ბრიკერის კაბინეტში იჯდა. საქართველოდან ჩასულ ყველა ტუბერკულოზით დაავადებულს ერთი რამ ახასიათებს: ყველა მათგანს მობილური ტელეფონი აქვს”,– წერს Le Figaro. 

თითოეული პაციენტის შენახვა ფრანგულ ჰოსპიტალს დღე–ღამეში 1050 ევრო უჯდება. ამ თანხაში არ შედის სამედიცინო გამოკვლევები, შესაძლო ოპერაცია და წამლები. თავად პაციენტებს ფული არ გააჩნიათ, მათი დაავადება  კი გადამდებია, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობასა და საზოგადოებისგან იზოლირებას საჭიროებს. ამის გამო, მიუხედავად იმისა მიგრანტები ლეგალურად, თუ არალეგალურად იმყოფებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე, მათი მკურნალობის ხარჯებს საფრანგეთის ხელისუფლება და თავად ჰოსპიტალი ფარავს. კორესპონდენტი ივ მამაუ წერს, რომ საფრანგეთის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები ქმნიან ერთობლივ ანტიკრიზისულ კომიტეტს, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს მიგრაციის ამ ახალ ფორმას და საზღვარზე სანიტარულ შემოწმებას გაამკაცრებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^