რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"
რუსი ექსპერტების ახალ მოხსენებას - “საქართველო არჩევნების შემდეგ და რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპეტქივები” სააგენტო “რია ნოვოსტი” და ინტერნეტ გამოცემა “კავკაზსკი უზელი” მიმოიხილავს. ნაშრომის პრეზიენტაცია 31 იანვარს “რია ნოვოსტის” პრეს-ცენტრში გაიმართა. როგორც ირკვევა, ანალიტიკოსები ანდრეი სუშენცოვი და ნიკოლაი სილაევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “ამ მიმართულებით მომუშავე სტრუქტურების” დავალებით ერთი წლის წინ შეუდგნენ მოხსნებაზე მუშაობას.
ექსპერტთა ანალიზი და რეკომენდაციები უახლეს მომავალზე და არა გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი.
“პირველ რიგში, აუცილებელია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თემის დეპოლიტიზაცია. ჰუმანიტარული საკითხების განხილვა ამ რესპუბლიკების სტატუსზე მსჯელობისგან ცალკე უნდა მოხდეს”,– წერს რუსი ექსერტების მოსაზრებაზე “რია ნოვოსტი”.
“კავკაზსკი უზელს” ექსპერტ ნიკოლაი სილაევის ციტატა მოჰყავს: “რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ თბილისთან მოლაპარაკება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე მოხდეს. ეს შეუძლებელია, არამარტო მორალური, არამედ ნდობის დაკარგვის საშიშროების თვალსაზრისითაც”.
ექსპერტების აზრით, უპრიანი იქნებოდა, თუკი საქართველოს ახალი ხელისუფლება “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებდა. ეს კანონი თავად თბილისისთვის არ არის მომგებიანი, რადგან მის მიერ არ აღიარებულ რესპუბლიკებთან, ისევე როგორც რუსეთთან, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული კომტატქების აღდგენაში ხელს უშლის”.
რაც შეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, ავტორები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება - “ამ პირობებში საქართველოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში რუსეთი რჩება ყველაზე ხელსაყრელ პარტნიორად”. ორ ქვეყნას შორის არსებული ნდობის გათვალისწინებით, ავტორებს ამ საკითხზე მოლაპარაკებები ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, ამ თემის განხილვის გააქტიურებას “თუდაც ექსპერტების დონეზე “.
ნატოსთან დაკავშირებით, “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს სემიონ ჩარნის ექსპერტ სუშენცოვის შემდეგი სიტყვები მოჰყავს:
“რუსეთს არა აქვს უფლება საქართველოს მიუთითოს თუ რომელ ორგანიზაციაში უნდა შევიდეს... მაგრამ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩევანი არ გახდეს ანტირუსული. რუსეთი დაინტერესებულია იმაში, რომ თუკი ეს არჩევანი (ნატოს სასარგებლოდ) მოხდება, იგი საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ყოფნის გაფართოების საფუძველად არ იქცეს”.
რუსი ექსპერტები ყველაზე რეალურად ორ ქვეყნას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენას მიიჩნევენ. “თუმცა, ეს პროცესი უწყვეტად იქნება დაკავშირებული პოლიტიკური დღის წესრიგთან. რადგან მოსკოვი ბაზრის გახსნის საპასუხოდ თბილისისგან ორმხრივი ურთიერთობების დალაგებისკენ მიმართულ ძალისხმევას ელის. საქართველოს ამისთვის ერთი უფლებამოსილი სუბიექტი სჭირდება, რომელიც მზად იქნება მოლაპარკებები აწარმოოს ყველა სტადიაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე “ტექნიკურზე”.
სილაევისა და სუშენცოვის შეფასებით, ორ ქვეყნას შორის პრობლემად რჩება საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარება.
თუმცა, ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ ჩრდილო კავკასიელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა ერთობლივი პროექტები წამოიწყონ, რომელიც ვაჭრობასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობდა ხელს. “ეკონომიკური კავშირების გააქტიურებით კი აზერბაიჯანი და სომხეთიც ისარგებლებდნენ”.
მოხსენებაში საუბარია საქართველოში რუსული ინვესტიციების პერსპექტივაზე. ექსპერტების აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს “საქართველოში ნაკლებდოტაციურ დარგებს: სოფლის მეურნეობას, წიაღისეულის მოპოვებას და კვების მრეწველობას.
მაგრამ რუსული ინვესტიციები საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის ბაზას ორმხირვი ურთიერთობის მოსაგვარებლად, თუკი ინვესტიციები საქართველოში არ განისაზღვრება ცალკეული ადამიანების ჰობითა და სახელმწიფო კორპორაციების იტერესებით”.
ჰუმანიტარული კავშირების აღსადგენად, რუსი ექსპერტები კრემლს ურჩევენ, გაამარტივოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი - “პროგრამა მაქსიმუმი იქნებოდა თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში რუსული კულტურის ცენტრების გახსნა. ასევე სიმეტრიული ქართული კულტურის ცენტრების გახსნა მოსკოვსა და რუსეთის სხვა უმსხვილეს ქალაქებში”.
“რია ნოვოსტის” ცნობით, რუსი ექპერტების ნაშრომს თბილისს მიმდინარე კვირაში გააცნობენ.
ამასთან დაკავშირებით “კავკაზსკი უზელს” პრეზენტაციის ერთ–ერთი მონაწილის სიტყვები მოჰყავს: “კარგი იქნებოდა, თუკი თბილისში იმას წაიკითხავენ, რაც მოხსენებაში წერია”. პრეზენტაციის მოდერატორს, რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდენტს ფიოდორ ლუკიანოვის თქმით კი, დღემდე მხოლოდ საქართველოს შესახებ მხოლოდ ცუდ ამბებს განიხილავდნენ, ახლა კი უფრო მეტ პოზიტივზეა საუბარი. თუმცა, ასეთი დოკუმენტები “მოსკოვში 15 წუთის შემდეგ ავიწყდებათ, მეზობელ ქვეყნებში კი თვეები გაგრძელდება მისი განხილვა”. ექსპერტ ნიკოლაი სილაევის თქმით, საქართველოში დღემდე უკიდურესად არაობიექტური შეხედულებაა გაბატონებული რუსეთზე. “მიიჩნევა, რომ რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დანგრევა თავის მთავარ პრიორიტეტად აქცია. რეალურად კი საქართველო არასოდეს შედიოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა ნუსხაში”. ამასთან ექსპერტმა რუსეთთან მიმართებაში ქართული ტელევიზიის კონფრონტაციული რიტორიკისგან გათავისუფლება ისურვა.
“საქართველოში ხელისუფლების ცვლამ რუსეთის მოქალაქეების საქართველოსადმი დამოკიდებულებაც შეცვალა”,– ამ სათურით რამდენიმე რუსული სააგენტო ”ლევადა ცენტრის” მიერ იანვარში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედგებს აქვეყნებს.
“რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გამოკითხულ მოქალაქეთა 46% დადებითად ეკიდება საქართველოს, 40% კვალავაც უარყოფითად ფიქრობს მასზე. 2012 წლის იანვრის შედგებით კი გამოკითხულთა 36% იყო საქართველოსადმი პოზიტიურად განწყობილი, 48%– ნეგატიურად”.
“კომსომოლსკაია პრავდას” ცნობით, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო უკვე აპრილის დასაწყისში გამოჩნდება: “ალბათ რუსეთის მოქალაქეები სიხარულით შეხვდებიან ამას. თორემ უკვე ბევრს დაავიწყდა “ქინძმარაულისა” და “ საფერავის” გემო”.
მიუხედავად ნოსტალგიისა РБК daily არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე “ტრიუმფალურად” დაბრუნდება. მიმომხილველი დენის პუზირევი წერს: “თითქმის 7 წლიანი პაუზის შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართულ ღვნოებს, რომელიც მოლდავურზე ძვირია, რუსულ პროდუქციასთან კი არ მოუწევს კონკურენცია, არამედ ევროპულ - ფრაგულ, ესპანურ და იტალიურ ღვინოსთან”.
ექსპერტ ვადიმ დრობიზის შეფასებით, ქართული კომპანიებისთვის დიდი წარმატება იქნება, თუკი რუსულ ბაზარზე წლიურად 10 მილიონ ბოთლის ღვინო გაიყიდება. ეს კი წინანდელ მოცულობაზე თითქმის 3–ჯერ ნაკლებია. РБК daily–ის პროგნოზით, ყველაზე იოლად რუსულ ბაზარზე ის ქართული კომპანიები დაბრუნდებიან, რომელბშიც რუსული კაპიტალია ჩადებული. მათ შორისსა “ტიფლისის ღვინის მარანი” და კომპანია GWS. თუმცა სააგნეტო რუსულ ბაზარზე დაბრუნებას ექსპორტზე ორიენტირებულ სხვა ქართულ კომპანიებსაც უწინსაწრმეტეყველებს.